PMC: ექსპერტთა 60% მიიჩნევს, მთავრობის დაწესებული COVID-რეგულაციები „ზედმეტად მკაცრი“ იყო

PMC: ექსპერტთა 60% მიიჩნევს, მთავრობის დაწესებული COVID-რეგულაციები „ზედმეტად მკაცრი“ იყო

access_time2021-02-24 19:00:00

ექსპერტთა 60% მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიღებული ზომები ზედმეტად მკაცრი იყო, - ასეთია PMC კვლევითი ცენტრის გამოკითხვის შედეგები, რომლის შესწავლის მიზანი COVID-19-ის გავლენა იყო საქართველოს ეკონომიკაზე.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა 6.7% მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებებს ”არასაკმარისად მკაცრს” უწოდებს, 26.7% კი მთავრობის გატარებულ ზომებს ”ადეკვატურად” აფასებს. 6,7% -ს არ ჰქონდა მოსაზრება დასმულ კითხვაზე.

გამოკითხულ ეკონომისტთა 26.7%-მა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საკმარისია, 33.3%-ს მიაჩნია, რომ ფისკალური დახმარების პაკეტი საკმარისი არ იყო. 20% მიიჩნევს, რომ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საჭიროზე მეტი იყო. 20%-ის აზრით, ფისკალური სტიმულირების მხრივ მომავალში კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება მთავრობის სხვადასხვა ეკონომიკურ ანტიკრიზისულ რეგულაციებს, ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (60%) ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს მათ, ვინც პანდემიის დროს დაკარგა სამუშაო (200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში) და მათ, ვინც დასაქმებულია დაწესებულებებში, რომელთა საქმიანობა შეჩერებულია (300 ლარი).


ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (26,6%) არ ეთანხმება გადაწყვეტილებას საშემოსავლო გადასახადის გაუქმების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, მთავრობამ 28 ნოემბერს რეგულაციები აამოქმედა, რომელთა ნაწილი ამ დრომდე ჯერ კიდევ ძალაში რჩება, მათ შორის რესტორნების შიდა სივრცეები დახურულია, ზამთრის კურორტები არ გახსნილა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ისევ შეზღუდულია, სწავლა არ განახლებულა უმაღლეს სასწავლებლებსა და ბაღებში.

business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up