"პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა, თუმცა იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას" - გიგი უგულავა

access_time2020-12-06 17:51:55

პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მისაღები იქნება პლებისციტი იგივე ცესკო-ს პირობებში მათთვის, უგულავა აცხადებს, რომ მათი შეთავაზება შედგება რამდენიმე პუნქტისგან, რომელთა შორის ერთ-ერთი ცესკო-ს რეფორმაა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„პლებისციტი ნიშნავს ვკითხოთ ხალხს, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, სრულიად ლოგიკურია, რომ კითხო ხალხს, ოღონდ რა უნდა ჰკითხონ, ეს არის მნიშვნელოვანი. პლებისციტს მე პირადად ვუყურებ, როგორც შუალედურ რგოლს იმისათვის, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. შესაბამისად, თავისთავად აღებული პლებისციტი არის მექანიზმი ვკითხოთ ხალხს. ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები“,- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, მათი შეთავაზება რამდენიმე პუნქტისგან შედგება.


„მინდა სიცხადე შევიტანო, ჩვენი შეთავაზებები შედგება რამდენიმე პუნქტისაგან და ეს შემიძლია ღიად ვთქვა, რადგან პირველი ნოემბრიდან ამას ვიძახი : პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს სრული რეფორმა და რიგგარეშე არჩევნები. ეს არის სრული პაკეტი. ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება. პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რიგგარეშე არჩევნები რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას. ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ სამართლიანად ჩატარდა, გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი. ჟვანიას ან იმ კანონმდებლობის პირობებში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ თავის თავზე აქვს მორგებული, ეს ვერ და არ განხორციელდება“, - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას, როგორც უგულავა აღნიშნავს, შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათისაა და მასზე რაიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილებები არ მიიღება.

„შეხვედრაზე რაც ელჩებს გადავეცით იმაზე იქნება მსჯელობა და სტრატეგიაზე თუ დაინიშნა მესამე რაუნდი, ასე რომ უფრო შიდაოპოზიციური საკონსულტაციო შეხვედრაა და რაიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება, ჩვენ პრინციპში უკვე ერთიანი დოკუმენტი შემუშავებული გვაქვს და ფასილიტატორი ელჩების საშალებით გადაცემულია ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა უგულავამ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up