პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2020-02-15 11:49:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამინისტრო ავრცელებს.



ქ. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის პროცესში თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმსჯელეს.



„ბოლო წლებში, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, ძალიან გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია დაბინძურება ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ მოხმარებადი ერთჯერადი პლასტიკის პარკებით, რომელთა უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას. ამ ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პლასტის პარკების ჩანაცვლებას ბიოდეგრადირებადი პარკებით. აღნიშნული პროცესის მონიტორინგს სავაჭრო ობიექტებში თვითმმართველობების ორგანოები ახორციელებენ. შესაბამისად, მათთან შეხვედრა და კონტროლის მექანიზმებზე დეტალური საუბარი უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, უარი ვთქვათ პლასტიკის პარკებზე და დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.




შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა მხარის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.



„საქართველომ თქვა უარი პლასტიკურ პარკებზე, რაც ცალსახად მისასალმებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც პარკების მწარმოებლებს უკვე აქტიურად აკონტროლებენ“, - განაცხადა გუბერნატორმა.



ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა პლასტიკისა და ოქსოდეგრადირებადი/ოქსიობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია, ძალაში 2018 წელს შევიდა, 2019 წლიდან კი სრულად ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N472 დადგენილება). ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევებზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (პარკების მწარმოებლების კონტროლი), ფინანსთა სამინისტრო (კონტროლი პარკების იმპორტისას) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (კონტროლი პარკების რეალიზაციისას).







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up