პლასტიკის პარკების შეზღუდვასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენი მთავრობისთვის რეკომენდაციების მომზადებას გეგმავს

პლასტიკის პარკების შეზღუდვასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენი მთავრობისთვის რეკომენდაციების მომზადებას გეგმავს

access_time2018-09-30 10:15:23


საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისა (GDBA) წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.



საქმიანი და ინტერაქტიული შეხვედრა გვქონდა, მხარს ვუჭერთ ყველა წარმოდგენილ საკითხს. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება,რომელიც უკავშირდება ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობას და მეტ კომუნიკაციას, ბიუროკრატიულ პრობლემებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ახალ რეგულაციებს, მათ შორის, პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებულ რეგულაციას.


კომპანიებმა ითხოვეს მეტი დრო არსებული ნაშთის ამოსაღებად, საუბარი იყო ასევე ეტიკეტირების წესთან დაკავშირებითაც, რომლის ცვლილებაც მთავრობამ 6 თვით გადადო.


რაც შეეხება, ხორბლის გადაზიდვასთან დაკავშირებულ რეგულაციას, მძღოლებს აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. მათ სჭირდებათ მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ პრობლემა იყოს დიდ მასშტაბებში დანახული. უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც ორივე მხარე ჩაერთვება.


სამომავლოდ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონებში ვგეგმავთ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ასევე ოქტომბერში დაგეგმილია დონორების კონფერენცია,სადაც პროექტებს წარმოვადგენთ, წლის ბოლომდე ბიზნეს ასოციაციებსაც შევხვდებით, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე რადიო კომენსარტის ეთერში.


ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,  მთავრობის მიერ დაგეგმილ რიგ რეგულაციებზე კერძო სექტორს შენიშვნები აქვს. მათ შორისაა, პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის შეზღუდვისა და შემდგომში სრულად აკრძალვის ამოქმედების ვადები. დღევანდელი მოცემულობით, მთავრობამ დადგენილება მიიღო 14 სექტემბერს და სანქციები კი 1ოქტომბრიდან შედის ძალაში.


ჩვენც ვეთანხმებით, რომ ორი კვირის ვადა არ არის საკმარისი სადისტრიბუციო კომპანიების მიერ უკვე ქსელში გაშვებული პროდუქციის ამოყიდვისათვის, ხოლო ქსელიდან პროდუქტის ამოღება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს კომპანიებისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის ოფისი მოამზადებს რეკომენდაციას და მიმართავს შესაბამისს უწყებებს.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომერსანტი






6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up