პიტერ დიამანდისი - როგორი იქნება მსოფლიო 2025 წელს?

პიტერ დიამანდისი - როგორი იქნება მსოფლიო 2025 წელს?

person access_time2016-09-27 21:00:05

პიტერ დიამანდისი, PRIZE Foundation-ის დამფუძნებელი 2025 წლისთვის ცვლილებების დაჩქარებას პროგნოზირებს. მისი მოსაზრებით სიახლეები განსაკუთრებით 8 სფეროს  შეეხება 

 

 

ადამიანის ტვინი 1000 დოლარად


2025 წელს ყველას შეეძლება 1000 დოლარად ისეთი კომპიუტერის ყიდვა, რომელიც დაითვლის წამში 10 000 ტრილიონ ციკლს - რაც უდრის ადამიანის ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარეს.



ტრილიონი სენსორის ეკონომიკა


„ყველაფრის ინტერნეტი" გააერთიანებს ერთიან ქსელში მოწყობილობებს, ადამიანებს, პროცესებს და მონაცემებს. 2025 წელს „ყველაფრის ინტერნეტში" იქნება მიერთებილი 100 მლრდ. მოწყობილიბა, რომელსაც ექნება ათობით სხვადასხვა დანიშნულების სენსორი.

ეს შექმნის „ტრილიონი სენსორის ეკონომიკას" და საინფორმაციო რევოლუცია გადააბიჯებს ზღვარს რეალობას და წარმოსახვას შორის.


სრულყოფილი ცოდნა


ჩვენ ვუახლოვდებით სრულყოფილი ცოდნის სამყაროს. ტრილიონი სენსორის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ყველაფერი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.


8 მლრდ. ადამიანი მჭიდრო კავშირებით

უკვე დღეს , რამდენიმე კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა მაღალი  სიჩქარით. ეს კომპანიებია - Facebook (Internet.org), SpaceX, Google (Project Loon), Qualcomm და Virgin (OneWeb).

გამოდის, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება 3 მლრდ. - იდან 8 მილიარდამდე. მომდევნო 10 წელიწადში გლობალურ ეკონომიკას შეურთდება 5 მილიარდი ახალი მომხმარებელი, რომელთა ჯამური მსყიდველობითუნარიანობა აღწევს ათობით ტრილიონ დოლარს.

თანაც ისინი შევლენ ქსელში არა ძველი და ნელი კომპიუტერებით, როგორც ეს იყო 20 წლის წინ, არამედ ახალი, სწრაფი არხებით, მძლავრი საძიებო სისტემებით, ხელოვნური ინტელექტით, 3-დ ბეჭდვით, და ა.შ.



პროგრესი ჯანდაცვაში


ჯანდაცვის დღევანდელ ობიექტებს წალეკავენ ახალი ბიზნეს-მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო ხარისხიან და იაფ სამედიცინო მომსახურებას. ათასობით სტარტაპი და დღევანდელი გიგანტები (Google, Apple, Microsoft, SAP, IBM ) შემოვლენ ამ მიმზიდველ 3,8 ტრილიონიან ბაზარზე ახალი ბიზნეს-მოდელებით და მთლიანად შეცვლიან დღევანდელ ბიუროკრატიულ და არაეფექტურ სისტემას.


ახალი ბიომეტრიული სენსორების წყალობით ყველა ადამიანი გახდება საკუთარი ჯანმრთელობის „ბატონ-პატრონი", ხელოვნური ინტელექტი კი გააადვილებს ბრძოლას კიბოს, გულის, და სხვა მძიმე დაავადედების წინააღმდეგ.


რობოტი-ქირურგები ავტონომიურად გააკეთებენ ოპერაციებს ბევრად უფრო იაფად ვიდრე დღეს. ასევე ყველას ექნება საშუალება გაზარდოს ახალი ორგანო და არ დაელოდოს დონორის გარდაცვალებას.


დამატებითი და ვირტუალური რეალობა


მაღალტექნოლიგიური კომპანიები დებენ მილიარდობით დოლარს ამ დარგში -
Fაcebook (Oculus), Google (Magic Leap), Microsoft (Hololens), და ა.შ.


ეკრანი, ისეთი ფორმით როგორც ის არის დღეს, გაქრება. მას შეცვლის სათვალე. შედეგად მოხდება რადიკალური ცვლილებები მთელი რიგ დარგებში - რითეილში, უძრავი ქონების ბიზნესში, განათლებაში, მოგზაურობებში, და ა.შ.


ასევე მოსალოდნელია ადამიანების ყოფაქცევის რადიკალური ცვლილება.


ხელოვნური ინტელექტი


ხელოვნური ინტელექტის დარგში გამოკვლევები მომდევნო ათწლეულში განიცდის დიდ პროგრესს.


IBM Watson, DeepMind და Vicarious ამჟამად ამუშავებენ შემდეგი თაობის ხელოვნურ ინტელექტს.


10 წლის შემდეგ თქვენი ხელოვნური ინტელექტი მოუსმენს ყველა თქვენს საუბარს, წაიკითხავს მიმოწერას, დაასკანირებს თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებს.


ბლოკჩეინი


თუ თქვენ არაფერი იცით ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე - გირჩევთ გაეცნოთ მას.


შესაძლებელია თქვენ რამე იცით ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე აწყობილ კრიპტოვალუტა - ბიტკოინზე, რომელიც არის დეცენტრალიზებული, გლობალური, დემოკრატიული, და ძალიან დაცული.


თუმცა, ნამდვილი ინოვაცია - თავად ბლოკჩეინის ტექნოლოგიაა, რომელიც შესაძლებელს ხდის აქტივების, ფულის და სხვა ფასეულობების პირდაპირ და უსაფრთხო ტრანზაქციებს შუამავლის გარეშე.


ინვესტორებმა ჩადეს ათობით მილიონი დოლარი ამ ტექნოლოგიაში, რადგან მიიჩნევენ მას ისევე მნიშვნელოვნად, როგორც ინტერნეტის შექმნას.


შედეგი  - ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე დაუჯერებელ და შესანიშნავ დროში, როდესაც ერთადერთი რაც უცვლელი რჩება ცვლილებებია...


 



„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...


მსგავსი სიახლეები

up