ლესელიძეზე პირველი ხის მაჯის საათების ქართული ბრენდის ჰენდის მაღაზია იხსნება

ლესელიძეზე პირველი ხის მაჯის საათების ქართული ბრენდის ჰენდის მაღაზია იხსნება

access_time2020-01-26 14:00:17

„ჰენდი“ პირველი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მაჯის ხის საათებს სთავაზობს,  თვის ბოლოს ლესელიძის ქუჩაზე „ჰენდის“ აქსესუარების მაღაზია იხსნება.  ბრენდი ქართულ ბაზარზე 3 წელია არსებობს,  რომელმაც პირველი 2 საათი საკუთარი ფინანსებით 300 ლარის ინვესტიციით დაამზადა. იდეის ავტორებმა  26 წლის სოფო გურასაშვილსა და ნიკა გიგაიამ პირველი მოდელები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გამოფენაზე წარადგინეს, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა და მალევე ბიზნესის სახე მიეცა.  


სოფო გურასაშვილი „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბრენდის პირველი მაღაზია ტურისტულად აქტიურ ტერიტორიაზე გაიხსნება, რადგან როგორც აღმოჩნდა ხის მაჯის საათებმა უცხოელ მომხმარებლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.


„ახლა ჩვენი სახელოსნო გვაქვს თბილისში, შევიძინეთ დანადგარები, გვყავს ორი მესაათე, ორი მკერავი და დიზაინერი - ჩემი მეუღლე,  ნიკა გიგაია. ყველა საათი ჩვენი დიზაინითაა შექმნილი. პროდუქცია დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ფასები ქართულ ბაზარს მაქსიმალურად მოვარგეთ და მათი შეძენა ონლაინაა შესაძლებელი, ამასთანავე ვაგზავნით უცხოეთშიც შეკვეთებს. მაღაზია ლესელიძეზე თითქმის დასრულებულია და საწყის ეტაპზე 30-ამდე მოდელი გაიყიდება. მაქსიმალურად გვინდა ხარისხის დახვეწა, რომ უცხური ბაზარი დავაკმაყოფილოთ.“ – „ჰენდის“ დამფუძნებელი.





საათების დასამზადებლად კომპანია სხვადასხვა სახეობის ხეს იყენებს - კაკალი, ბზა,  წიფელი და შავი ხე. ასევე იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული თურქული ტყავი. საერთო ჯამში პროდუქციის დასამზადებლად საჭირო დანადგარები და რესურსი ახლა უკვე  30 000 ლარის ღირებულებისაა.


„3 წლის წინ გვქონდა მხოლოდ იდეა, არ ვიცოდით როგორ დაგვემზადებინა ხის საათები, განვიცდიდით ინფორმაციის ნაკლებობას. ხოლო ადამიანები ვინც ამ სფეროში მოღვაწობდნენ არ აღმოჩნდნენ საკმარისად კომპეტენტურები ან გახსნილები ინფორმაციის გასაზიარებლად.  დავიწყეთ ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლა,  ვიდეოებს ვუყურებდით და ვსწვალობით - ეს იყო ყველაზე რთულად გადასალახი ეტაპი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ხშირად გვიწვევდნენ ღონისძიებებზე, რომ გამოგვეჩინა ჩვენი პროდუქცია.“ - აღნიშნა სოფო გურასაულმა.


სამომავლოდ „ჰენდი“-ს დაემატება სხვადასხვა აქსესუარებიც, როგორც დამფუძნებლები ამბობენ აქცენტი კვლავაც ხეზე იქნება , ხოლო არჩევანი უფრო დიდი.

 



კომერსანტი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up