პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან

პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან

access_time2021-06-08 13:53:07

პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ციფრული დაზღვევის აპლიკაცია - backapp შექმნა.


აპლიკაცია მუშაობს ჭკვიანი მოწყობილობის გამოყენებით და იძლევა ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, როგორიცაა - დაზღვევის ფასის მორგება მძღოლის ინდივიდუალურ მონაცემებზე. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია დაზღვევაზე ის ფასი მიიღოს, რომელიც მანქანის ტარების ხარისხის პროპორციულად დაანგარიშდება.


backapp-ის აპლიკაცია უკავშირდება მოწყობილობას, რომელიც უბრალოდ თავსდება ავტომობილში და რომელიც, რამდენიმე პარამეტრის მიხედვით (აჩქარება, მოხვევა, სიჩქარე, დამუხრუჭება) აგენერირებს ინფორმაციას ავტომობილის ტარების ხარისხზე. ეს მონაცემები აისახება აპლიკაციაში, რომელიც თავის მხრივ, განსაზღვრავს სადაზღვევო ფასს.


საშუალოდ backapp-ით დაზღვევა სტანდარტულ დაზღვევასთან შედარებით ორჯერ უფრო იაფია. backapp-ის დახმარებით, მძღოლებს შეუძლიათ: 

  • შეაფასონ საკუთარი პროფესიონალიზმი და მიიღონ ინფორმაცია იმის თაობაზე,  რამდენად სწორად და კარგად მართავენ ისინი საკუთარ ავტომობილებს;

 

  • მიიღონ ტარების ხარისხის შესაბამისი ფასი. ამასთან, სრულიად გამჭვირვალედ ადევნონ თვალი ფასის გენერირების პროცესს და გააუმჯობესონ მართვის ხარისხი, თუ სურთ უკეთესი ტარიფის მიღება;

 

  • მიიღონ გაუმჯობესებული ფასი რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: (1) გაჩერებულ მანქანაზე თანხა არ იწერება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ავტომობილი დაზღვეულია (2) რაც უფრო ცოტას დადის ავტომობილი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია(3) რაც უფრო კარგად დადის მძღოლი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია

backapp-ით ავტომობილის დაზღვევა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. დაზღვევის პროცესი არის სრულად ციფრული. საკმარისია მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ტესტდრაივი და ნახოს, როგორ მართავს ის საკუთარ ავტომობილს და დაახლოებით რა თანხას აგენერირებს მისი ერთი მარშრუტი. ტესტდრაივი მძღოლებს წარმოდგენას შეუქმნის, რამდენად პროფესიონალურად ფლობენ ავტომობილს და რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ავტომობილის დაზღვევა.



backapp-ი, გარდა მთელი რიგი ტექტნოლოგიური უპირატესობებისა, მომხმარებელს სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს, ესაა ფასდაკლებები ავტონაწილებსა და საწვავზე; უფასო რეცხვის ვაუჩერები, 24 საათიანი ავტოასისტანსი და ა.შ. 


backapp დაზღვევით იფარება ისეთი გავრცელებული რისკები, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ე.წ. დამხვდა დაზიანებული შემთხვევები, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება, სტიქია და ა.შ. 


„ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი გუნდი საქართველოში, ვინც, მიუხედავად რთული ტექნოლოგიური გამოწვევებისა, შეძლო, ადგილობრივ ბაზარზე დაენერგა მსოფლიოს სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკა, რომელთა შორისაც backapp უნიკალურია . ვთვლით, რომ ამ პროდუქტით საქართველოში ვიწყებთ დაზღვევის ახალ ეპოქას და გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ დაზღვევის კულტურის განვითარებას ქვეყანაში. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი სიკეთე ტექნოლოგიების დახმარებით და როგორ შეიძლება დავეხმაროთ თანამედროვე და წინდახედულ ადამიანებს, მიიღონ ბიზნესისგან ზუსტად ის, რაც მათ დღეს ყველაზე მეტად  სჭირდებათ,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.  

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play და App Store-იდან.

 

R



თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up