პირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს

პირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს

access_time2022-01-20 12:10:00

თბილისის მერმა საზოგადოებას ახალი მიკროავტობუსები წარუდგინა, რომლებიც პირველ თებერვლამდე მთლიანად ჩაანაცვლებს ყვითელ მიკროავტობუსებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ამჟამად, დედაქალაქში მოძრაობს 465 მიკროავტობუსი, დღეიდან პირველ თებერვლამდე კი მარშრუტებზე განაწილდება დანარჩენი 535 მიკროავტობუსიც.


„წელიწად-ნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით შესრულებულია. დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის და სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ავტობუსების განახლება. მთლიანად ავტოპარკი ჩანაცვლებულია და დღეს უკვე ასევე მთლიანად განახლებულია მიკროავტობუსებიც. ყვითელი მიკროავტობუსი პრობლემას ქმნიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ქმნიდა დისკომფორტს, რადგან ამოწურული ჰქონდა ყველანაირი რესურსი. დღეიდან, დედაქალაქს მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლის საშუალებით გადაადგილება კომფორტული იქნება.



ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შევიძინეთ 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც უკვე დღეიდან ეტაპობრივად მთლიანად გაეშვება ქსელში და პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში.



ასევე, მნიშვნელოვანია ინტეგრირებული ტარიფის კომპონენტი. პირველი თებერვლიდან შესაძლებელია ინტეგრირებული ტარიფებით მგზავრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით. მნიშვნელოვანია, რომ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ასევე პირველი თებერვლიდან შედის ძალაში, არის ულიმიტო და მგზავრს აძლევს საშუალებას, ბევრჯერ გადაადგილდეს ერთხელ გადახდის შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მიკროავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, 20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 ჩაანაცვლებს არსებულ მარშრუტებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დაემატება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას.



„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ, გრძელდება და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი იყო ავტობუსების პარკის განახლება. წლების განმავლობაში თბილისს ემსახურებოდა 1500-მდე მიკროავტობუსი, თუმცა რეფორმის ფარგლებში ჩვენ გავზარდეთ ავტობუსების რაოდენობა და მიკროავტობუსები ჩამოვიყვანეთ 1000 ერთეულამდე. დაახლოებით, 23 ახალი მარშრუტი ემატება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა მარშრუტები იქნება ეს. ზოგადად, რაც შეეხება ავტობუსების გადაადგილებას, ჩვენ დღესაც ვმუშაობთ, რომ არ დაგვრჩეს არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სადაც გათვალისწინებულია ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდებოდეს ყველაზე სწრაფად და კომფორტულად.



კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის განხორციელების პროცესში, მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთან თანამშრომლობენ მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, რადგან, ის, რასაც ჩვენ დღეს რეფორმის სახით ვაკეთებთ თბილისში, განვითარებულმა ევროპულმა ქალაქებმა და ქვეყნებმა წლების წინ განახორციელეს. მათაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ 10-15 წლის წინ, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ამ რეფორმის გატარება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული და რაც მთავარია, მოსახლეობას ემსახურებოდეს გამართული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, დაწყებულია მეტროს განახლება-მოწესრიგებაც.



20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე ჩანაცვლდება შემდეგი სამარშრუტო ხაზები:


N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს N551; N52-ს ჩაანაცვლებს N452; N55-ს ჩაანაცვლებს N455; N60-ს ჩაანაცვლებს N460; N62-ს ჩაანაცვლებს N462; N68-ს ჩაანაცვლებს N528; N70-ს ჩაანაცვლებს N470; N71-ს ჩაანაცვლებს N471; N77-ს ჩაანაცვლებს N517; N78-ს ჩაანაცვლებს N518; N84-ს ჩაანაცვლებს N544; N87-ს ჩაანაცვლებს N527; N91-ს ჩაანაცვლებს N491; N95-ს ჩაანაცვლებს N495; N99-ს ჩაანაცვლებს N499; N103-ს ჩაანაცვლებს N520; N105-ს ჩაანაცვლებს N545; N108-ს ჩაანაცვლებს N538; N116-ს ჩაანაცვლებს N500; N119-ს ჩაანაცვლებს N519; N124-ს ჩაანაცვლებს N497; N128-ს ჩაანაცვლებს N531; N139-ს ჩაანაცვლებს N439; N145-ს ჩაანაცვლებს N532; N148-ს ჩაანაცვლებს N548; N150-ს ჩაანაცვლებს N550; N156-ს ჩაანაცვლებს N546; N165-ს ჩაანაცვლებს N537; N170-ს ჩაანაცვლებს N540; N176-ს ჩაანაცვლებს N547; N182-ს ჩაანაცვლებს N501; N185-ს ჩაანაცვლებს N506; N187-ს ჩაანაცვლებს N467; N189-ს ჩაანაცვლებს N489; N190-ს ჩაანაცვლებს N530; N191-ს ჩაანაცვლებს N521; N193-ს ჩაანაცვლებს N539; N194-ს ჩაანაცვლებს N456; N197-ს ჩაანაცვლებს N507; N199-ს ჩაანაცვლებს N523; N202-ს ჩაანაცვლებს N512.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up