„პირველი ტალღის დროს 100-ზე მეტი მაღაზია დაიხურა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები გაჰყვა“ - რა პრობლემის  წინაშეა სადისტრიბუციო სექტორი

„პირველი ტალღის დროს 100-ზე მეტი მაღაზია დაიხურა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები გაჰყვა“ - რა პრობლემის წინაშეა სადისტრიბუციო სექტორი

access_time2020-12-01 13:07:27

პირველი ტალღის დროს 100-ზე მეტი მაღაზია დაიხურა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები გაჰყვა“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცახადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტალღის პერიოდში სადისტრიბუციო კომპანიებს გადაადგილების ნაწილში პრობლემა არ აქვს, ობიექტების დიდი ნაწილი დაიხურა, რის გამოც, დავალიანების ამოღება კიდევ უფრო გართულდა.

არის პატარა და მცირე ზომის მაღაზიები, რომლებსაც ძალიან გაუჭირდება ოპერირების გაგრძელება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გადაადგილება არის შეზღუდული. როგორც წესი, ასეთი ობიექტების თანაშრომლები, თუ მეპატრონეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ, შესაბამისად, როდესაც ადამიანს პირობითად საბურთალოზე აქვს მაღაზია, და საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს, ძალიან რთულია მუშაობა. პირველი ტალღის დროს 100-ზე მეტი მაღაზია დაიხურა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები გაჰყვა. ეს კი, ჩვენ ყველაზე მძიმედ ფინანსურად გვაწვება. იმ დროს, როდესაც ყველა გადასახადი, ეს იქნება დღგ, ხელფასი, თუ ხელფასის საშემოსავლო გადახდილი გვაქვს, ქეშის დეფიციტი სერიოზულ პრობლემას გვიქმნის“,- ამბობს ივა ჭყონია.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული პრობლემის გამო, სადისტრიბუციო ქსელს მთავრობის მიმართ ორი მოთხოვნა ჰქონდა, რომელთაგან ერთი ნაწილობრივ, მეორე კი არ დაკმაყოფილდა.


„ჩვენი ორი ძირითადი მოთხოვნა გვქონდა. პირველი, რომ საშემოსავლოს გადასახადი შეეჩერებინათ გარკვეული პერიოდი მაინც. ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა იმ მიმართულებით, რომ 750 ლარამდე ნულოვანი დაბეგვრაა და 1500 ლარამდე - 50%. სულ არაფერს, ესეც კარგია. და მეორე, დღგ-ს ნაწილში ვითხოვდით დახმარებას იმ კუთხით, რომ მხოლოდ რეალიზაციის შემდეგ მომხდარიყო გადახდა და არა მომენტალურად, როგორც კი იმპორტი მოხდება. ეს ლიკვიდურობას გაუზრდიდა კომპანიებს, თუმცა სამწუხაროდ, უარი მივიღეთ. შედეგად, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელება. მსხვილი კომპანიები შედარებით უფრო მარტივად გადაიტანენ ამ კრიზისს“,- ამბობს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელძღვანელი იმ დავალიანებაზეც საუბრობს, რომელიც ჰორეკა სექტორს მიმწოდებელი კომპანიების მიმართ დაუგროვდა. როგორც ივა ჭყონია ამბობს, საუბარია, დაახლოებით 30 მლნ ლარზე მეტ ვალზე, 2 -თვიანი ჩაკეტვა კი, კიდევ უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

როგორც ივა ჭყონია განმარტავს, ბევრ ობიექტს, რომელიც ოპერირებას ვერ გააგრძელებს, ეს ვალები უბრალოდ ჩარჩება და მისი ამოღება ვეღარ მოხდება.

Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up