პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის განახლებული ვერსია გაეშვა

პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის განახლებული ვერსია გაეშვა

access_time2018-12-25 11:15:52

მაისში, საქართველოში  პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გამოჩნდა. ეს არის ყოველდღიური ფინანსების მართვის აპლიკაცია ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც არსებობს მხოლოდ მობილურ ტელეფონში.

 

სფეისმა პირველმა შემოიტანა საბანკო ბაზარზე ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ყველა ბანკის ბარათის მიბმის შესაძლებლობა აპლიკაციაში, გადარიცხვები ნებისმიერ ბანკში 24/7-ზე, სხვადასხვა მესენჯერით ან მეილით თანხის გაგზავნა და ა.შ.

სფეისით შესაძლებელია კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება. სფეისში ასევე შეგიძლიათ  ონლაინ სესხი 2 წუთში დისტანციურად აიღოთ. 

 

დეკემბერში სფეისმა კიდევ ერთხელ განაახლა აპლიკაცია. კომპანიაში აცხადებენ, რომ  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლის უკუკავშირს და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას. ამიტომ, აპლიკაციის ყოველ განახლებაში ცდილობენ, მიღებული რჩევები და სურვილები გაითვალისწინონ.

 

საახალწლოდ სფეისს კიდევ 2 პროდუქტი დაემატა:

 

სფეის სტიკერი

 


როგორც სფეისში ამბობენ, ციფრული ბანკის მომხმარებლებისგან იყო თხოვნა, რომ გადახდა კიდევ უფრო გამარტივებულიყო. იყო ინიციატივები, NFC ფუნქციის დამატებაზეც. ,,სამწუხაროდ, ეს ფუნქცია ყველა ოპერაციული სისტემისთვის ჯერ არ არის ადაპტირებული, მაგრამ, ხელი არ ჩაგვიქნევია, გამოსავალზე დავიწყეთ ფიქრი და გამოვუშვით სფეის სტიკერი”,  - ამბობს სფეისის პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე. სფეის სტიკერის დახმარებით, გადახდის პროცესი ბევრად გამარტივდება. სტიკერი შეგიძლიათ დააკრათ მობილურს და  უკონტაქტო მკითხველით გადაიხდით და გაანაღდებთ ბანკომატიდან თანხას.

 

პირველად საქართველოში ვიზა სტიკერის შეძენა პირდაპირ სავაჭრო აპარატებიდან იქნება შესაძლებელი. აპარატები  ამ ეტაპზე სხვადასხვა უნივერსიტეტში იქნება განთავსებული. სტიკერის შეკვეთა ასევე შესაძლებელი იქნება აპლიკაციიდან და მას ნებისმიერ მისამართზე მოგიტანენ სფეისის კურიერები. რაც შეეხება სტიკერის გააქტიურებას, ეს პროცესიც სახლიდან გაუსვლელად, აპლიკაციიდანვე არის შესაძლებელი.

 

სფეის სტიკერის ღირებულება 10 ლარია. ,,მას შემდეგ, რაც სტიკერს აპლიკაციით გააქტიურებთ, მომენტალურად tkt.ge -ის 10 ლარიან ვაუჩერს მიიღებთ”, - გვითხრეს სფეისში.

 

QR განვადება

 

როგორც წესი, განვადების პროცესი ლოდინთან, დოკუმენტებზე ხელის მოწერასთან და ბიუროკრატიასთან ასოცირდება. „სწორედ ამ მიდგომის შეცვლა გვინდოდა, როცა დავიწყეთ მუშაობა ახალ პროდუქტზე  - QR განვადებაზე. სფეისის დახმარებით, ქართულ ონლაინ მაღაზიებში სასურველი ნივთების შეძენა უკვე QR განვადებით იქნება შესაძლებელი.“ - ამბობს გიორგი.

 

პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: შედიხართ ვებ-გვერდზე და ირჩევთ სასურველ ნივთს, აჭერთ სფეისით გადახდას, აპლიკაციიდან გადაუღებთ QR კოდს და სულ რამდენიმე წამში მიიღებთ პასუხს, რა ოდენობის განვადება დაგიმტკიცდათ და რა პირობებით. ამ ეტაპზე  სერვისით სარგებლობა  რამდენიმე ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. ახალი პარტნიორები  ეტაპობრივად დაემატება.

 

როგორც სფეისში ამბობენ, QR განვადების უპირატესობა  ის არის, რომ პროცესი მთლიანად ონლაინ ხდება. თუ სხვა შემთხვევაში  ბანკის ფილიალში მისვლა ან კურიერის ლოდინი უწევდა მომხმარებლებს,სფეისის დახმარებით განვადების პროცესი სულ რამდენიმე წამში დასრულდება.

 

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფეისს, ნომერზე  - 2 711 711-ზე ან მისწეროთ ფეისბუქ გვერდზე.

 

(R)




Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up