პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი -,,ოქროს საწმისის ძიებაში“  ქუთაისში  დაიწყო

პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი -,,ოქროს საწმისის ძიებაში“ ქუთაისში დაიწყო

access_time2019-05-03 12:28:42

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით,  ქუთაისში, პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი -,,ოქროს საწმისის ძიებაში“- გაიხსნა.


ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანი, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციონირებაა.



ბიზნეს-ფორუმის გახსნისას, მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.



,,იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ბიზნეს-ფორუმი კი, კარგი გზაა ყველა იმ შესაძლებლობის წარმოსაჩენად, რომელიც რეგიონს გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რეგიონული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანაორგანიზებით, იმერეთის რეგიონში პირველად ასეთი მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიების მონაწილე ქართული და უცხოური კომპანიებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის, ეს ფორუმი სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნეს-პროეტების წინაპირობა გახდება“-აღნიშნა ნინო ჩოქოვანმა.



პირველ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ქ.ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხელ ხიდურელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში შავლეგ ტაბატაძემ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა.



ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ პლენარულ სხდომებს, მათი ინტერესების სფეროების შესაბამისად. დისკუსიები და პრეზენტაციები გაიმართა ტურიზმის, ინოვაციური ბიზნესის, სამედიცინო-რეკრეაციული ბიზნესის, უძრავი ქონებისა და სხვა მიმართულებებით. ასევე გაიმართა იმერეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა. ორ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები რეგიონში მდებარე საწარმოებსაც დაათვალიერებენ. ბიზნეს-ფორუმი ხვალ, ,,წლის ბიზნესის“ ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება.



ღონისძიების მხარდამჭერებია არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“, USAID კარგი მართველობის ინიციატივა, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.





ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...


მსგავსი სიახლეები

up