პირველი ქართველი ახალშობილი "ნიუ იორკში" დაიბადა

პირველი ქართველი ახალშობილი "ნიუ იორკში" დაიბადა

access_time2016-10-13 11:30:00

 

PINEO Luxury-ში პალატა New York-ში პირველი ახალშობილი დაიბადა!

 

 

მე-4 სამშობარო სახლის ბაზაზე შექმნილი სამშობიარო PINEO Luxury ერთადერთია საქართველოში თავისი კონცეფციით და განსხვავებული მიდგომებით. სახლის ტიპის მაღალი კლასის პალატები და მაღალკვალიფიციური ბებია ქალები მშობიარეს მაქსიმალურ კომფორტს და საიმედოობას უქმნის.

 

 

3.600 კგ, 51 სმ სიმაღლის შესანიშნავი ბიჭუნა თარაში 11 ოქტომბერს 6 საათისათვის დაიბადა. ბუნებრივმა მშობიარობამ ყველანაირი ანესთეზიის და სტიმულაციის გარეშე ჩაიარა. ახალგაზრდა დედის, 28 წლის მეგი ხეჩუაშვილის მეორე მშობიარობამ 4 საათზე ნაკლები გასტანა.

 

 

,,ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, ყოველგვარი გართულებების გარეშე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ატმოსფეროს დიდ მნიშვნელობას. მეგიმ იმშობიარა მეგობრების და ბებიაქალების გარემოცვაში, რომლებიც მასთან იმყოფებოდნენ მშობიარობის დროს" - განაცხადა PINEO Luxury-ს მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ.

 


 

ახალგაზრდა დედა თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

 

 

,,PINEO Luxury ავირჩიე პირველ რიგში იმიტომ, რომ ზაზა სინაურიძე ჩემი ექიმია, პირველი შვილი მასთან გავაჩინე და ძალიან კმაყოფილი ვარ მისი პროფესიონალიზმით. გარემო, სადაც ახლა ვიმყოფები ძალიან მომწონს, აღფრთოვანებული ვარ პერსონალის მომსახურებით და პროფესიონალიზმით. ისინი ისე მექცევიან თითქოს მათი და ან ნათესავი ვიყო. ძალიან კარგი სიტუაციაა, მე და ჩემი შვილი თავს ბედნიერად და დაცულად ვგრძნობთ. ასე მგონია, რომ სახლში ვარ. მინდა რომ ცოტა ხანს კიდევ დავრჩე აქ და არ გამწერონ. პირობები და მომსახურე პერსონალი შესანიშნავ გარემოს ქმნიან, აქ ჩემს ბავშვს არაჩვეულებრივად უვლიან. ეს ყველაფერი იმდენად მომწონს, რომ შემდეგ შვილს, რა თქმა უნდა, ისევ აქ გავაჩენ''.

 

 

 

 

 

მე-4 სამშობარო სახლის ბაზაზე მაღალკვალიფიციურ, მრავალპროფილიან საავადმყოფოში არსებული სამშობიარო PINEO Luxury-ს დაარსების მთავარი იდეა არის ის, რომ ორსულს შეექმნას მაქსიმალური კომფორტი და საიმედო ადგილი, სადაც იგი თავს იგრძნობს დაცულად, რათა მშობიარობამ შიშის და სტრესის გარეშე ჩაიაროს.

 

ამის მისაღწევად კი პალატების ნაცვლად შექმნილია ოთახები, რომლებიც მოწყობილია ისე, რომ ორსულმა თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, სადაც ზრუნვა, უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი არის პირველ ადგილზე. დიზაინი შემუშავებული და ადაპტირებულია სწორედ იმისთვის, რომ შეიქმნას სახლის ატმოსფერო. ყოველი სამედიცინო ნივთი, რომელიც კლინიკასთან ასოცირდება განთავსებულია შეუმჩნეველ ადგილას.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მაღალკვალიფიციური ბებია ქალები, რომლებსაც მუშაობის მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან თუ რა სჭირდება ორსულ ქალს, როგორ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და ბედნიერად.

 

 




ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up