პირველი ქართული ვისკის “JIMSHER-ის” მსოფლიო აღიარება

პირველი ქართული ვისკის “JIMSHER-ის” მსოფლიო აღიარება

access_time2017-08-15 12:13:57

მსოფლიოში პრესტიჟულ კონკურსში - World whiskey Masters (London, 2017), სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ ათეულობით კონკურენტს შორის ქართულმა ვისკიმ - “JIMSHER" ვერცხლის მედლები მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში.

 

“მოხარული ვარ, რომ ლონდონის ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში, სადაც ჟიურის წევრები “ბრმა მეთოდით” იღებენ გადაწყვეტილებას, პირველმა ქართულმა ვისკიმ სერიოზული განაცხადი გააკეთა ვისკის სამყაროში. ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში მიღებული წარმატებით “JIMSHER” საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს და ვფიქრობ, ის მალე გახდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ჯილდოს. ” - განაცხადა ვისკის ავტორმა, ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ.


 

პირველი ქართული ვისკის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ეკუთვნის დიზაინერ ზვიად ციკოლიას. World whiskey Masters-ში მონაწილეობდა ევროპის ქვეყნები, საქართველო, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა.




დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up