პირველი ქართული ველოსიპედი ბაზარზე ივლისში გამოჩნდება

პირველი ქართული ველოსიპედი ბაზარზე ივლისში გამოჩნდება

access_time2018-03-18 10:00:00

ახალგაზრდა ველომოყვარულები პირველი ქართული ველოსიპედის სერიულ წარმოებას იწყებენ. ველოსიპედის პროექტი უკვე მზად არის, შექმნილია პროტოტიპიც და ბაზარზე ინოვაციური ველოსიპედი 2018 წლის პირველი კვარტალში გამოჩნდება. პროექტს bikes.ge-ს შვილობილი კომპანია Georgian Bicycle Group-ი განახორციელებს. კომპანია თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში 500 ერთეულ ველოსიპედს გამოუშვებს და ის 750-800 ლარი ეღირება.  

  

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ქართული ველოსიპედის ბიზნესიდეის ავტორი ბექა კიკნაველიძე აცხადებს, ველოსიპედი მაღაზიაში არ გაიყიდება და მისი ონლაინ გაყიდვა პირდაპირ დამამზადებელი ქარხნიდან მოხდება.

 

„ჩვენი მიზანი და მიდგომა არის ის, რომ ველოსიპედის სწორი მოდელი შევქმნათ. მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში ბაზარზე პროდუქციას სატესტო რეჟიმში გამოვუშვებთ და მომხმარებელს 150-ცალ ველოსიპედს შევთავაზებთ, ხოლო წლის განმავლობაში მისი რაოდნეობა 500-მდე გაიზრდება. პროექტზე აქტიური მუშაობაა დაწყებული და მასზე ყველანაირი სახის ტესტირებას ვატარებთ“, - განაცხადა ბექა კიკნაველიძემ.


 

ქართული ველოსიპედის შემქმნელის თქმით, პროდუქცია სრულიად ქართულ მოტივებზეა შექმნილი და მათი მიზანიც სწორედ ეს იყო. როგორც კიკნაველიძე აღნიშნავს ეს ინდუსტრია ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის, თუმცა სამომავლოდ გათვლა სწორედ ამაზე აქვთ.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს როგორც კიკნაველიძე აღნიშნავს, 2019 წლის სექტემბერში კომპანია ელექტროველოსიპედებს გამოუშვებს და ის ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება იქნება.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up