პირველი ქართული  ლუდის  ბრენდი „აია“  დაბრუნდა

პირველი ქართული ლუდის ბრენდი „აია“ დაბრუნდა

access_time2020-06-02 13:45:45

ლუდი "აია" დაბრუნდა. ლუდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარდა, ისევ გაყიდვაშია. "აია" ერთგულ მომხმარებელთან ერთად მზადაა უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე საკუთარი სიტყვა თქვას და პოზიციები აღიდგინოს. ლუდის დაბრუნების აღნიშვნა კი მის "სამშობლოში", ქუთაისში, "ოქროს ჩარდახის" ეზოში მოეწყო. ქუთათურებისთვის ეს წარსულთან შეხვედრა და მონატრებული გემოს დაბრუნება იყო. 


დღეს  "აიას" ბრენდის მფლობელი სს "ქართული ლუდის კომპანიაა", რომელსაც ამ არაალკოჰოლური სასმელების წარმოების სეგმენტში საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილებაც აქვს.



"ქართული ლუდის კომპანიის" ქოლგის ქვეშ, დღეს ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს "აიაც" დაემატა. როგორც სს "ქართული ლუდის კომპანიის" კომერციული  დირექტორი შალვა ჩოჩელი განმარტავს, ბრენდ "აიას" აღდგენაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო.


"დღესაც კი მომხმარებელი "აიაზე" საუბრობს, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, ხშირად როგორც ადამიანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი პერსონიფიცირებულია, ხოლო "აიას" ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივისადმი განწყობები მხოლოდ დადებითია. ბრენდისადმი არსებული ნოსტალგია აჩენს ძლიერ და პოზიტიურ სამომხმარებლო მოლოდინს. გამოკითხულ რესპოდენტთა აზრით, "აიას" დაბრუნება შეიძლება გავდეს ძველ ნაცნობთან შეხვედრას. ძლიერი ემოციური მემკვიდრეობა, შენარჩუნებული ემოციური მიჯაჭვულობა, პროდუქტისა და ბრენდის მეხსიერება, რეპუტაციული ერთგვაროვნება, უკონკურენტო ატრიბუტი ქართული ლუდების სივრცეში: „ნამდვილი-ნაღდი“ ლუდი, ვის თუ არა ჩვენ გუნდს უნდა გაეცოცხლებინა ეს ბრენდი. ვიცით, რომ მოგენატრათ, ერთად გავაგრძელოთ, ლუდი "აია" დაბრუნდა.“




"აია" საკმაოდ საინტერესო ქართული ლუდია, რომელის წარმოებას თავდაპირველად ქუთაისში მოღვაწე მეწარმე რევაზ დვალიშვილმა დაიწყო, რომელიც კომპანია „დვალიშვილის წყლების“ დამაარსებელი იყო.



ლუდის პირველი ქართული ბრენდი „ აია“ თავისი გამორჩეული ფერებითა და ფორმით მოკლე დროში ჯერ ქუთაისის და შემდეგ მთელი იმერეთის საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. გაჩნდა სახალხო სლოგანები – იმერული კილოთი ნათქვამი ფრაზები, რომლებიც ბრენდს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა: „ზაფხულის სიცხე რაია?! როცა გაქვს ლუდი აია?!“, „ნაღდი ლუდი რაია, ნაღდი ლუდია აია!“, „ აია – ძააან კაია“, როგორც ამბობენ, მის დასალევად დედაქალაქიდანაც ხშირად დადიოდნენ, ხოლო გერმანელი და ჩეხი სტუმრებისთვის მისი დაგემოვნება აუცილებელიც კი ყოფილა.


„აია“ დღემდე პოპულარული ბრენდია.



“ქუთაისური ლუდი „აია“ ჩემს ყველაზე საყვარელ ასაკს და პერიოდს უკავშირდება. მე-3 სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენს წინ კაფეტერია იყო, სადაც ჩამოსასხმელი ლუდი „აია“ იყიდებოდა. მე-10 კლასში ვიქნებოდით, როცა ბიჭები ჩუმ ჩუმად ვეპარებოდით „აკრძალულ ხილს“, უხ ისე გემრიელად მახსოვს...თან ეს ჩემი პირველი შეხება იყო ლუდთან და ერთგვარ თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა ჩემთვის.


შემდეგ გავიზარდეთ. ქუთაისში როკ-მუსიკის კონცერტებზე დავდიოდით. მაშინ უკვე „აია“ ჩვენი ახალგაზრდობის ალკოჰოლი იყო. სხვათა შორის უწყინარი ალკოჰოლი, არავინ არაფერს არ აფუჭებდა მისი დალევის შემდეგ. ახლა მეუბნებიან, რომ კვლავ ჩამოასხამენ „აიასო“- ეს ერთგვარად ჩემი ბავშვობის და სიყმაწვილის დაბრუნებაც იქნება”, ასე იხსენებს „აიას“მომღერალი, ჯგუფფრანისწევრი გაგა ჩიხლაძე.


„90 -იან წლებში ჩემს სახლში ელექტრონული მუსიკის პიონერები იკრიბებოდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემს თვალწინ იქმნებოდა ელექტრონული მუსიკა. მამა, იგივე „სომალი“, როგორც მას მთელი ქუთაისი იცნობს, ძალიან გახსნილი ადამიანი იყო ახალგაზრდობიდან, ასე რომ ჩვენი სახლიც უამრავი ნიჭიერი მუსიკოსისთვის ღია იყო. აი სად მახსოვს „აიას“ ცარიელი ბოთლები ჩამწკრივებული. ამ ბოთლებში ჩუმად ვიყურებოდი, პატარა ვიყავი და მაინტერესებდა რა იყო აქ ისეთი რაც მერე ამ ბიჭებს საოცარ მუსიკას აწერინებდა. სულ მინდოდა მისი დალევა. ნეტა როდის გავიზრდები მეც რომ თამამად დავეწაფო ამ სითხესთქო ვფიქრობდი. გავიზარდე...მუსიკოსი გავხდი, მაგრამ ის „აია“ აღარსად იყო. რა მაგარი ამბავი გავიგე- ქუთაისური ლუდი ბრუნდება ჩვენს ქალაქში. აუცილებლად ავიხდენ ბავშვობის სურვილს”, ამბობს მომღერალ ქეთი თურქაძე.



“ჩვენთან თეატრში ლუდი თითქმის ყველას გვიყვარს. მოკლედ, ქუთაისის ლუდთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, 0.33-იან, ყავისფერ ბოთლებში ჩამოსხმულ ,,აია"-ს ლუდს, დღესაც თვალდახუჭული გამოვიცნობ ორ-სამ ყლუპში... ქართულ ლუდებში, რეალურად საუკეთესო გემო ქონდა. პახმელიაზე, 2 ბოთლს ვსვამდი ზალპით და მომდევნო ორ ბოთლს, წრუპვით ვაგემოვნებდი... ანუ, პირველი ორი ბოთლი იყო სამაშველო რგოლი წყალში გადავარდნილი ადამიანისთვის და დანარჩენი, გასაბერი ლეიბივით იყო, რომ უნდა წამოწვე და ტალღებზე ინებივრო ისეთი.. აი ეს იყო ჩემთვის „აია“...


და კიდევ ერთი, დღემდე მხოლოდ ორადორ ლუდს ვცნობ გემოზე: ირლანდიურ „ელს“ და ქუთაისურ „აიას“, ასე იხსენებსაიასმსახიობი დავით გაჩეჩილაძე.




(R)

 



თეგები:
ლუდი აია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up