კრიპტოვალუტების შეძენა და განაღდება ქართულ კრიპტობირჟა  „კოინეტიკზე“ ოპტიმალურ ფასადაა  შესაძლებელი

კრიპტოვალუტების შეძენა და განაღდება ქართულ კრიპტობირჟა „კოინეტიკზე“ ოპტიმალურ ფასადაა შესაძლებელი

access_time2019-09-06 17:15:25

პირველი  ქართული კრიპტობირჟის, „კოინეტიკის“ საშუალებით კრიპტოვალუტების შეძენისა და განაღდების ოპერაციების შესრულება ბაზარზე  ყველაზე ოპტიმალურ ფასადაა შესაძლებელი. ჩვენ „კოინეტიკის“ პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფის ხელმძღვანელს, თემურ ჯაფარიძეს გავესაუბრეთ. 


– რა არის კოინეტიკი და საქართველოს ბაზარზე როდის შემოვიდა?


– კოინეტიკი არის პირველი ქართული კრიპტოსავალუტო ბირჟა, რომელიც 2019 წლის 1 ივლისი ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც შეიძლებოდა საქართველოში კრიპტოვალუტების შეძენა, კრიპტოვალუტებით სრულფასოვანი ვაჭრობა ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვა რამდენიმე წელია შესაძლებელია საქართველოში, მაგრამ აქამდე ბაზარზე არსებული კრიპტო მომსახურეობის პროვაიდერები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ვალუტის გადამხურდავებელი პუნქტები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი საქმიანობდნენ ციფრულ, ინტერნეტ სივრცეში. ფასს აწესებდნენ საკუთარი შეხედულებებისამებრ, რაც მსოფლიო საბაზრო ფასთან შედარებით, მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო. მნიშვნელოვნად მაღალი იყო მომსახურეობის საკომისიოებიც. 

 

უცხოური ბირჟებისგან განსხვავებით, კოინეტიკი რას სთავაზობს მომხმარებელს?


– განსხვავება უცხოურ ბირჟებთან მიმართებაში არის ის, რომ კოინეტიკს გააჩნია ქართული ინტერფეისი, რომელიც მაქსიმალურად  გამარტივებული და მორგებული მომხმარებლებზე, ჩვენ ასევე გვაქვს ნაღდ ფულთან პირდაპირი კავშირი. ქართველი მომხმარებლებლის ნაწილისთვის ენის ბარიერის გამო უცხოურ ბირჟების გამოყენებისას დაბრკოლებას წარმოადგენდა არაქართულენოვანი ინტერფეისი. ასევე, ნაღდი ფულით ოპერაციებისთვის დაწესებული მაღალი საკომისიოები. კოინეტიკი კი პარტნიორი ელექტრონული საფულეების მეშვეობით მინიმალური საკომისიობის პირობებით, უკავშირდება საბანკო ანგარიშებს, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტის შესაძენად, ან გასაყიდად  შესაბამისი ლარის ექვივალენტის შემოტანა, ან გადატანა მარტივადაა შესაძლებელი თქვენი საბანკო ანგარიშების მეშევეობით.


– ამ დროისთვის რამდენი პროვაიდერი გყავთ?


– ამ ეტაპისთვის კოინეტიკთან ინტეგრირებული არის ორი საგადახდო სერვისის პროვაიდერი - ელექტრონულის საფულეები: OPPA და APW. OPPA -თი შესაძლებელია საბანკო ანგარიშებით გადარიცხვა და საბარათე ანგარიშების მიბმა, რათა ბარათიდან პირდაპირ ჩარიცხოთ თანხა, ხოლო APW ძალიან მოსახერხებელია თანხის განაღდებისას, პლატფორმიდან გატანისას. APW -ს გემოყენებით შესაძლებელია კლიენტმა გაყიდოს ჩვენს პლატფორმაზე ბიტკოინი, შემდეგ უსწრაფესად და უიაფესად დაისვას გაყიდვისგან მიღებული თანხა საკუთარ ბარათზე. 




 

 


რა არის კოინეტიკის უპირატესობები? 


– ჩვენი მთავარი უპირატესობა არის სრულფასოვანი სავაჭრო პლათფორმა, რომელშიც მაქსიმალურადაა რეალიზებული წამყვანი საერთაშორის ბირჟების გამოცდილება და ფუნქციონალი. რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ რომ  კოინეტიკი თანაბრად მიმზიდველი გახდება, როგორც დამწყები კრიპტო ენთუზიასტებისთვის ასევე გამოცდილი პროფესიონალი ტრეიდერებისთვის. 


ნაცვლად მარტივი, ყიდვის და გადაცვლის ფუნქციონალისა, მომხმარებლებს აქვთ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ორდერების განთავსების საშუალება, აღნიშნული კი მაქსიმალურად მოსახერხებელია რთული სავაჭრო სტრატეგიის განხორციელებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მოგების მიღების შანსებს.  თქვენ ასევე ნახავთ მრავალფეროვან სავაჭრო დაფას, და ტექნიკური ანალიზის გასაკეთებლად საჭირო ინდიკატორებს და ინსტუმენტებს. პლატფორმა გთავაზობთ სავაჭრო ორდერების ძირითად ტიპებს: მარკეტ ორდერი, ლიმიტ ორდერი და სტოპ-ლიმიტ ორდერი.

მნიშვნელოვანია ნაღდ ფულთან მარტივი კავშირი, რაც ძალიან დიდი კომფორტია და საკმაოდ დაბალი საკომისიოები.

ასევე  ყველა ინფორმაცია არის ღია და ხელმისაწვდომი, შექმნილია გზამკვლევი სამ ენაზე (ქართული, რუსული, ინგლისური). არსებობს მომხმარებელთა დახმარების გვერდი, სადაც აღწერილია აპლიკაციის ფუნქციონალი. ჩვენი კლიენტთა მომსახურეობის გუნდი კი ყოველთვის მზადაა მასიმალურად დაეხმაროს ან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებლეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

 – კოინეტეკზე რომელი კრიპტოვალუტებია ხელმისაწვდომი?  


– კოინეტიკზე შეგეძლებათ იყიდოთ პოპულარული კრიპტოები როგორებიცაა: ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), რიპლი (XRP), ბიტკოინ ქეში (BCH), ლაიტკოინი (LTC) და დეში (DASH).


– კოინეტიკი უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს, როგორ მიიღო ის ქართველმა მომხმარებლმა , მოთხოვნადია?


ქართველმა მომხმარებელმა საკმაოდ პოზიტიურად მიიღო ბაზარზე კოინეტიკის გამოჩენა, ამ ეტაპზე რეგისტირებული პირთა რაოიდენობა 1000 მეტია. უკვე შევძინეთ მუდმივი მომხმარებლები სავარაუდოდ მაინერები, რომლებიც სისტემატიურად ახურდავებენ კრიპტოვალუტას ლარში.  ქართული კრიპტო სივრცის რეალობიდან გამომდინარე ჩვენ კლიენტების 3 ძირითად კატეგორიად შეიძლება დავყოთ.  პირველ რიგში ტრეიდერები, რომლებიც ვაჭრობენ კრიპტოვალუტებით. ასევე ახალდამწყები კრიპტო ენთუზიასტები, რომელთაც ახლა აღმოაჩინეს ეს ინდუსტრია და პირველ ექსპერიმენტულ ნაბიჯებს დგამენ ინვესტიციის ან ვაჭრობის მიმართულებით. ასევე, მაინერები, რომლებიც საკმაოდ აქტიურები იყვნენ 2017 წლის განმავლობაში და ბოლო რამოდენიმე თვეა ბაზრის დინამიკიდან გამომდინარე კვლავ გააქტიურდნენ.


სოციალური მედიიდან გამოხმაურების მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ამ სფეროსადმი ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგამ ქართულ ენაზე ინფომაციის სიმწირის გამო ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს სასურველი ინფორმაციის მიღებას. ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ და საგანმანათლებლო პროგრამები შევთავაზოთ ქართველი მომხმარებელს, რომლებიც ძირითადად მიმართული იქნება ერთის მხრივ ბირჟაზე ვაჭრობის საფუძვლების შესასწავლად და მეორეს მხრივ  კრიპტო ტექნოლოგიიების შესწავლაზე. ასევე ვცდილობთ რომ ჩვენი ბლოგის მეშვეობით კრიპტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავი ინფომრაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს.

 

 – როგორია განვითარების გეგმა?


– იგეგმება სხვა მთავრი კრიპტოვალუტების დამატება, მათ შორის, ტეზერის.  ახლა მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, პარალელურად ვმუშაობთ პლათფორმის დახვეწაზე და სხვადასხვა საჭირო ფუნქციონალის დამატებაზე  და ასევე მობილური აპლიკაციის კონცეფციაზე.


პ.ს ბლოკჩეინის ტექნოლოგია ფულის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპია და ამ რევოლუციის ქრონიკა ამ წამსაც იწერება. ჯერ არავინ იცის, როგორ შეცვლის კრიპტოვალუტა ჩვენს მომავალს.

 

სოფო ქსოვრელი




„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up