„პირველი ნაბიჯები“ 45 წლის ასაკში - გაიცანით ჩვენი პაციენტი

„პირველი ნაბიჯები“ 45 წლის ასაკში - გაიცანით ჩვენი პაციენტი

access_time2023-02-01 10:43:48

დღეს გიამბობთ მორიგი წარმატებული სამედიცინო შემთხვევის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამედროვე ნეიროქირურგიის მუდმივი განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესს.



კახა მურადოვი ჩვენი ჰოსპიტლის კიდევ ერთი გამარჯვებული პაციენტია აფხაზეთიდან, რომელსაც, გადაადგილების უნარი, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა და ძლიერი ტკივილი ტანჯავდა. 45 წლის ასაკში გააანალიზა, რომ ძველებურად ფეხით გავლის იმედს კარგავდა.



ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც რამდენიმე ნეიროქირურგიული ოპერაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა, მდგომარეობა 2019 წელს სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ უფრო დაუმძიმდა, რის შემდეგაც აღენიშნებოდა ტკივილი, დისკომფორტი და მკვეთრად გამოხატული სისუსტე მარჯვენა კიდურებში. კახა მურადოვს კიდევ არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ. პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი შეეზღუდა.



საბოლოოდ, მამაკაცი აფხაზეთიდან თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო გადმოიყვანეს. ხერხემლის კომპიუტერულმა და მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამ გამოავლინა C4-C6 დონეზე სპინალური სტენოზი (ხერხემლის შევიწროვება), გამოწვეული წინა ოპერაციებისას ჩაყენებული კონსტრუქციებით და ფორამინალური (ფესვობრივი) სტენოზი მოტეხილი ფირფიტების ხარჯზე.




მდგომარეობის გათვალისწინებით, ნეიროქირურგმა ასლან გერმანიშვილმა ოპერაციული მკურნალობის ორ ეტაპად ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პირველ ჯერზე, განხორციელდა კისრის სეგმენტის სტენოზული ნაწილის დეკომპრესია უკანა მიდგომით, რის შედეგადაც პაციენტს მოეხსნა ტკივილი მარჯვენა ნახევარში, შეუწყდა დაბუჟების ეპიზოდები და ზედა კიდურებში დაუბრუნდა ძალა. მეორე ეტაპზე კი ჩატარდა ფორამინოტომია ფესვების გახსნით, წინა მიდგომით. შედეგად, მამაკაცს კიდურებში მოძრაობა სრულად აღუდგა, მოეხსნა ტკივილი, დისკომფორტი და მშობლიურ სოხუმში საკუთარი ფეხით, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დაბრუნდა.



„სიცოცხლეს დავუბრუნდი, ტკივილს აღარ ვგრძნობ, სიარული შემიძლია. ამხელა გზის გავლის შემდეგ აღარაფრის მჯეროდა, მაგრამ ჩემს ისტორიას კეთილი დასასრული აღმოაჩნდა -  ჰოსპიტლიდან ჩემი ფეხით და უზომო მადლიერების გრძნობით გავედი,“ - ამბობს კახა მურადოვი, რომელმაც ნეიროქირურგების გუნდი აფხაზეთში სტუმრად მიიწვია.



განწყობა საზეიმო იყო ექიმების გუნდისთვისაც: „ჩვენ ერთნი ვართ. აფხაზეთი საქართველოა და ჩვენთვის დიდი პატივია, დავეხმაროთ ჩვენი კუთხის ხალხს აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან,“ - აღნიშნავს პროფესორი ასლან გერმანიშვილი და იმედოვნებს, რომ სწორედ მსგავსი წარმატებები იქნება თითო აგური ჩატეხილი ხიდის აღდგენის პროცესში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up