პირველი  მარტიდან შესაძლოა სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს

პირველი მარტიდან შესაძლოა სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს

access_time2019-01-30 21:04:29

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. კომერსანტი  მას უცვლელად გთავაზობთ: პირველი მარტიდან შესაძლოა სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს.ასევე, შესაძლოა ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალმა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს.


GDBA - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.


,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს, ძალაში შედის 2019 წლის 1–ლი მარტიდან.


GDBA- საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 22 იანვარს ჩატარდა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან, სადაც კომპანიებს საშუალება მიეცათ უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია ეტიკეტირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე. შეხვედრამ ცხადყო, რომ სააგენტოს მიდგომა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მოლოდინი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსხვავებულია და არსებობის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას და შეჯერებას, რათა თავიდან იქნას აცილებული საჯარიმო სანქციები.



ადგილობრივმა მწარმოებელებმა და იმპორტიორმა კომპანიებმა რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყვეს ტიპოგრაფიული საბეჭდი ფორმების ე.წ კლიშეების შეკვეთა, რომლის თითოეულის ღირებულება ინდივიდუალურად, თითოეულ პროდუქტის სახეობაზე მერყეობს 1500 – 2000 აშშ დოლარამდე. ახალი რეგულაციის პირობებში, საბეჭდი ფორმები საჭიროებს შეცვლას, რაც კომპანიათა დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს ასეულობით ათასი ლარის ღირებულების დამატებით ხარჯს.



კომპანიებმა შეუკვეთეს და დაბეჭდეს ასეულობით ათასი თერმული ეტიკეტი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დაბეჭდვამდე განვლილი კონსულტაციებისა, არის გამოუსადეგარი.



ამ პროცესს ასევე ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა ცვლილება N519 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისად გამოუსადეგარი აღმოჩნდა ასეულობით ათასი ლარის ღირებულების კლიშეები და უკვე დაბეჭდილი ეტიკეტები.



პრობლემური საკითხები წარმოიშვა ასევე ,,ასაწონი“ პროდუქციის მიმართ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება. 



არ არსებობს სახელმძღაველო ინსტრუქცია ინსპექტორისათვის, გარდა ტექნიკური რეგლამენტისა, და ინსპექტორის მიერ ადმინისტარციული სახდელის/ჯარიმის გამოწერა მოხდება პირადი შეხედულებით/აღქმით/შეფასებით.



სავალდებულო დასატანი ინფორმაციის მიმართ არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომლებიც საჭიროებს სააგენტოს მხრიდან ოფიციალურ განმარტებებს, რათა კომპანიებმა მიიღონ პასუხები და თავიდან იქნას აცილებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის გათვალისიწნებული მოსალოდნელი ჯარიმები.



საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია წერილობით მიმართვას საქართველოს მთავრობას, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად–ნათქვამია განცხადებაში. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up