პირველი ივლისიდან 30 პროცენტი მაინც თუ გვექნა ტურიზმში აქტივობა, ძალიან დადებითი იქნება- მაია სიდამონიძე

პირველი ივლისიდან 30 პროცენტი მაინც თუ გვექნა ტურიზმში აქტივობა, ძალიან დადებითი იქნება- მაია სიდამონიძე

access_time2020-05-07 17:30:34

„ტურისტული სექტორი საქმიანობის დასაწყებად მზადყოფნაშია, თუმცა, გადამწყვეტ ფაქტორს დამატებითი ფინანსები წარმოადგენს და იმედია ბანკებისგან ფინანსებზე წვდომა  დაბალ პროცენტში გვექნება, რათა თუნდაც პირველი სამი თვე საოპერაციო  კაპიტალი გვქონდეს.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა უფროსმა მაია სიდამონიძემ განაცხადა.


არის თუ არა ტურისტული სექტორი მზად უცხოელი ტურისტების მისაღებად და შიდა ტურიზმის გასააქტიურებლად, მოხდება თუ არა კომპანიების ახალ სანიტარულ რეალობაზე მორგება დროულად და რამდენად აკმაყოფილებს ამ დარგს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ფინანსური შეღავათები - ამის შესახებ მაია სიდამონიძემ აღნიშნა, რომ მიუხდავად სექტორის მზადყოფნისა, აუცილებელი დამატებითი ხარჯების გაღება მოუწევს ყველა ტურისტულ  ობიექტს სანიტარული ნორმების დაცვისთვის. 


„პირველი ეტაპისთვის მთავრობის შეთავაზებები საკმარისია, რადგან ყველა ვიაზრებთ, იმას რომ რაც არ უნდა საზღვრები გაიხსნას, პირველი წლის განმავლობაში ყველას გაგვიჭირდება მუშაობა და არ ვიცით, როგორი სიტუაცია იქნება მსოფლიოში და საერთაშორისო მოგზაურობა რამდენად აღდგება.ყველამ იცის, რომ ხარჯები იზრდება. სანიტარული ნორმების დაცვა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ეს ყველაფერი  დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მითუმეტეს, რომ თუ ორჯერ და სამჯერ მეტი ღირს სამედიცინო აღჭურვილობა, მაგალითისთვის ერთი ცალი პირბადის ფასი 1,5 ლარია,  სასტუმროს თანამშრომლებისთვის ეს რესურსი ძალიან დიდი რაოდენობითაა საჭირო.“- ამბობს სიდამონიძე  


რაც შეეხება პირველად ბაზრებს, საიდანაც შემომყვანი ტურიზმის გააქტიურებაა შესაძლებელი, სიდამონიძე აღნიშნავს, რომ ევროპიდან ტურიზმის სრულად აღდგენა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. ახალი თამაშის წესები კი ბევრ მოგზაურს თავის შეკავების საფუძვლიან მიზეზს აძლევს. 



„სავარაუდოდ, მეზობელი ქვეყნებიდან და ჩვენი რეგიონიდან უნდა ველოდოთ ტურისტებს. ევროპიდან მასიურად ტურიზმის აღდგენა ნაკლებადაა სავარაუდო. ფაქტია, რომ ტურისტის სამომხმარებლო ქცევა რადიკალურად შეიცვლება. ეს სანიტარული ნორმები ბევრისთვის არაკომფორტული იქნება. რამდენად მალე გადალახავენ ვირუსის გავრცელების შიშს მოგზაურები,ამას დრო გვაჩვენებს. ტურისტები უფრო აქცენტს გააკეთებენ იზოლირებულ სივრცეზე, აპარატამენტის დაქირავებაზე გადავლენ, ვიდრე სასტუმროზე. ტურიზმის სექტორს ახალი თამაშის წესების ათვისება მოუწევს. მეეჭვება, რომ მალევე შევძლებთ დარგის 70 პროცენტით გააქტიურებას. ამ სეზონზე 30 პროცენტით მაინც თუ აღდგება ტურისტების რაოდენობა ესეც ძალიან დადებითი შედეგი იქნება.როგორც ამბობენ, საკმაოდ მოაკლდება შემოსავალი საქმიან ტურიზმს, რადგან კორპორაციებმა ძალიან ადვილად გაიარა ადაპტაცია ახალ ტექნოლოგიებთან.  ალბათ ამ მხრივაც კომპანიები შეამცირებენ ბიუჯეტს.“- აღნიშნავს სიდამონიძე.


შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე  განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები“. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა ამას გააკეთებს  როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნის შექმნით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, უსაფრთხო კორიდორების შესაძლებლობებით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან.


პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. „ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, - განაცხადა გახარიამ.


მარიამ მორგოშია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up