პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდა

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდა

access_time2021-07-24 10:05:06


საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.

„საქართველოში პირველად ჩატარდა აგრარული ოლიმპიადა, რომელშიც   სპეციალისტები, ფერმერები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადის ფარგლებში, მომზადდა საკმაოდ მაღალი დონის ტესტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი აგრარული ოლომპიადა შედგა და ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ოლიმპიადამ დასახული ამოცანები შეასრულა. საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იყო საკმაოდ მაღალი. სამომავლოდ, აგროოლიმპიადა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ინტერესს როგორც  სასოფლო-სამურნეო დარგის, ასევე, ზოგადად, სოფლის განვითარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ,  მომავლ წლებში,  აგრარულ ოლიმპიადაში უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება, გვეყოლება მეტი გამარჯვებული, რაც აგრარული განათლების პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აგრარული ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას  4 კატეგორია -  სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა. საკონკურსო თემატიკა კი,  7 მიმართულებას - აგრონომია, ვეტერინარია, ღვინის ტექნოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე  და მოსწავლეებისთვის გაერთიანებული საკითხები (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა  და ეკოლოგია) მოიცავდა.

ელექტრონულ პლატფორმაზე, ოლიმპიადაში მონაწილეობის  755 მსურველი დარეგისტრირდა.  ორ ეტაპად ჩატარებული ტესტირების შემდგომ, პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის 37 გამარჯვებული გამოვლინდა.


„დავაჯილოდოვეთ პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები.  განსაკუთრებით მინდა გამოვყო სკოლის მოსწავლეები - ისინი არიან  ჩვენი მომავალი თაობა. სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ შეურჩევიათ  მომავალი პროფესია, უკვე ინტერესდებიან სოფლის მეურნეობის დარგით, აგრარული საკითხებით და ერთვებიან კონკურსში. ვფიქრობ,  ეს ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებაა“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.

პირველი აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებაების ხელმძღვანელები, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აგროოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის პარტნიორები იყვნენ  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up