პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

access_time2020-08-06 16:30:15

ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა.


„როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა ინგრედიენტები ისეთი როგორიც მაგალითად სვიაა. მე თავად მომყავს ქერიდან სვია, შემდგომ ქერს ვაღვივებ, ვქმნი ალაოს, რომელსაც თავისი გარკვეული ტექნოლოგიური პროცესები მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ ალაომ თავისი არომატული თვისებები არ დაკარგოს. მეორე ეტაპი ალაოს გამოცხობა-მოხალვაა, რომელსაც ლუდის მოხარშვის პროცედურა მოსდევს. შემდეგ ხდება ამ ლუდის ფერმენტაცია. როცა ალაოს ქმნი ქერის მარცვალში სახამებელი წარმოიქმნება, ეს ბუნებრივი ქიმიური პროცესია.მანამდე ქერის მარცვალს შაქარები ნაკლებად აქვს. ეს განაპირობების ლუდში ალკოჰოლის მცირე შემცველობას“, განმარტავს ბექა გოცაძე.


როგორც „კომერსანტს“ ბექა გოცაძემ უთხრა, რომ ლუდის წარმოებისას მნიშვნელივანი როლი საფუარის ბაქტერიას აქვს, რადგან გემოების განმაპირობებელია.


„როგორი საფუარიც გაქვს ისეთი გემო ექნება პროდუქტს. რადგან მე მეღვინე ვარ ლუდის ფერმენტაციისას ჩემი ცქრიალა ღვინოების ლექს ვიყენებ საფუვრად და გამოდის რომ ქერის მოყვანიდან ლუდის ფერმანტაციის ჩათვლით პროცესი მთლიანად ბუნებრივია.ასევე, ნახარშში ყურძნის წვენს ვურევ. ამიტომ ქვია ჩემს ლუდს „ყურძნის ლუდი“. საბოლოოდ, ფერმენტაციას, ანუ დუღილის პროცესს და ასევე თუ სურვილი მაქვს დაძველების პროცესსაც ლუდი ქვევრში გადის, რის შემდგომაც ისხმევა ბოთლში, ამთავრებს დუღილს და წარმოქმნის თავისებურ გაზს. ეს არის Artisan Brewery, რომელიც საოჯახო, ხელით ნაკეთს ნიშნავს. ქერის მოყვანიდან ალაოდ გარდაქმნამდე და ხარშვიდან ფერმენტაციამდე ყველაფერი ჩვენს ხელში გადის. ლუდის შემთხვევაში ქვევრი არის ჭურჭელი, რომელიც უჟანგავი ფოლადის ავზების ნაცვლად გამოიყენება. ავზები ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ ქვევრს ვიყენებ, რომელიც მარტივია გამოსაყენებლად, ტემპერატურული რეჟიმიც დაცულია და სითბო-სიგრილესაც კარგად ინარჩუნებს“,
- აცხადებს Gotsa Wines-ის მფლობელი.


კომპანიას უკვე 2 წელია რაც ექსპორტზე ქვევრის ლუდი გააქვს და განსაკუთრებული დაინტერესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წამოვიდა.



„ახალი პროდუქტი ყოველთვის მიმზიდველია, შესაბამისად საქართველოშიც თანდათანობით დაინტერესება იზრდება და გაყიდვების მაჩვენებელიც მატულობს. თუმცა, ეს ლუდი თავიდანვე ექსპორტისთვის შეიქმნა. ორი წელია რაც ამერიკასა და იაპონიაში გაგვაქვს და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული ინტერესი ამერიკიდან წამოვიდა“,- აღნიშნავს მეღვინე.


Gotsa Wines-ი ოჯახური ბიზნესია და მეღვინეობის დიდი ისტორია აქვს. ძველი, ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ღვინის ფართო ასორტიმენტს ახლა ქვევრის ლუდის წარმოებაც დაემატა და საერთაშორისო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტი გამოჩნდა.


ანი ცარციძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up