პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებასაც დედაქალაქის მერია განახორციელებს, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს

პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებასაც დედაქალაქის მერია განახორციელებს, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს

access_time2022-08-02 13:40:00

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც განხორციელდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საპილოტეა, რომლის ბაზრის კვლევაც უკვე გამოცხადდა.

„სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე შეხვდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


„აქამდე, მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის - სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოვუწოდო. საჭიროება თუ არსებობს, ირაკლი ხმალაძე ისევ მზადაა, სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრები აწარმოოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის სრულყოფილად განხორციელებაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.

„ავარიულ შენობებში მცხოვრები ადამიანების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო. ხშირია შემთხვევა, როცა მათ არასწორი მოთხოვნები აქვთ. ზოგს მეტი ფართის მიღება სურს. ასეთი მიდგომების გამო, პროექტი შემდეგ ეტაპზე ვერ გადადის, თუმცა, მოქალაქეების უმრავლესობა ძალიან მონდომებულია და მათთან კარგად ვთანამშრომლობთ. მუნიციპალიტეტი კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს. იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტის ბაზრის კვლევაც წარმატებით დასრულდება და უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურებიც ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს




უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up