საქართველოში პირველი აუთლეტ მოლი იხსნება.
მოლში, რომელიც მარშალ გელოვანის N36-ში გაიხსნება, რამდენიმე აუთლეტ ბრენდს გააერთიანებს. ბრენდებს შორისაა ატელიე აუთლეტი, ნავნე, კონტეინერი, ქართველი დიზაინერები.
აუთლეტ მოლი 2 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება.
მოგეხსენებათ, რომ „ატელიე აუთლეტი“ საქართველოში ყველაზე დიდი აუთლეტის ქსელია, რომელიც 250-ზე მეტი ორიგინალი ბრენდის პროდუქციას აერთიანებს. ბრენდმა ქალაქში რამდენიმე მაღაზია უკვე დაკეტა და ახალ სივრცეში გადაინაცვლა.