მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში 2020 წლის პირველი აპრილიდან ცვლილებები შედის.კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნება მარჯვენა საჭით, მძღოლებმა უნდა შეინარჩუნონ საჭის მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა გავრცელდება იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებული საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექინსპექტირებას უპრობლემოდ გაივლიან.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“