პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ი გაიმართება

პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ი გაიმართება

access_time2019-10-22 15:06:56

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ი გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია. ასევე, მსხვილფეხა საქონლის მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება, რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის.

 

 მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები. ექსპოზე სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები შეფასდებიან ქართველი და ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტების მიერ, რის შედეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იქნება ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

 

მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობას მიიღებენ: ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები. ამასთან, „მესაქონლეობის ექსპოარის კარგი შესაძლებლობა დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ახალი პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებისთვის. ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ. „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია აგრო სექტორის ისეთი პერსპექტიული დარგის ხელშეწყობა და წახალისება, როგორიც მეცხოველეობაა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იყვნენ წარმოდგენილები, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ასევე, გაეცნონ რძისა და ხორცის სექტორებში არსებულ თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილებას, რითიც კიდევ უფრო მეტად გაზრდიან პროდუქტის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას“-, ასეთია ბანკის პოზიცია.

 

„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის აგრო მიმართულების ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი განმარტავს, რომ  იმისთვის, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები უპირველესად, საჭიროა კარგად გავიაზროთ და შევისწავლოთ ღირებულებათა ჯაჭვი და აღმოვაჩინოთ სად არის ჩვენთან ამ დარგის სუსტი მხარეები, იქნება ეს საკვები ბაზის წარმოების სიმწირე, გენეტიკური არაეფექტურობა, მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობა, რძის და ხორცის გადამუშავების პრობლემა, ინფრასტრუქტურა თუ თუნდაც მარკეტინგი.

 

როგორც გონაშვილი აცხადებს, ყოველივე ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს საჭირო ღონისძიებები, მოხდეს  თანამედროვე გამოცდილებებიდან საუკეთესოს ამორჩევა  და ჩვენს პირობებზე მორგებული ტექნოლოგიების გადმოღება/ადაპტირება, საჭირო კადრების გადამზადება, როგორც საზღვარგარეთ ფერმებში სამუშაო გამოცდილების მისაღებად, ასევე უცხოელი სპეციალისტების  საქართველოში მოწვევით.

 


 

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ გამოფენებზე შესაძლებელია ცოდნის და სიახლეების ერთ, კონსოლიდირებულ ადგილზე გაცნობა და გადაცემა. აქვე შეიძლება დაიგეგმოს მომავალი თანამშრომლობები ფერმერებსა და სხვადასხვა ტექნიკისა და საშუალებების მიმწოდებლებს შორის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთი კომპანიებიც რომლებიც არ არიან წარმოდგენილი საქართველოში ამ ეტაპზე, შესაძლოა ჩამოვიდნენ სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად, რაც მეტი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას ქმნის. ასევე 27-ში გაიმართება სემინარები ფერმერებისთვის, რომელსაც მსოფლიოდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ, ასევე გაიმართება პანელური შეხვედრა სადაც მონაწილეობას მიიღებს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე დონორი ორგანიზაციები და გააცნობენ ფერმერებს დაგეგმილ საკანონმდებლო წინადადებებს  და საგრანტო შესაძლებლობებს-აცხადებს გონაშვილი.

 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მსხვილფეხა საქონლის მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება, რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის, გონაშვილი განმარტავს, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა ნედლეულის წარმოებაა. მისი განმარტებით, დარგში ცვლილებების განსახორციელებლად ფინანსური რესურსი დღეს პრობლემას არ წამოადგნეს, მთავარი პრობლემა სპეციალისტების ნაკლებობა და გამოცდილების არ ქონაა.

 

საჭიროა ხელი შევუწყოთ ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, საქართველოს ბანკი იყენებს თავის  როგორც ფინანსურ, ასევე ინტელექტუალურ რესურსებს, რათა  ხელი შეუწყოს ფერმერებს მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება, გადამზადდეს საჭირო კადრები და ხელი შეეწყოს მათ დასაქმებასშედეგად, აგრობიზნესში ინვესტირება უფრო ნაკლებად რისკიანი იქნება, ეს გაზრდის შემოსავლებსაც და გადამუშავების სექტორსაც ექნება ნედლეული რომელიც მდგრადია და სტანდარტების მიხედვით წარმოებული. ხშირად აშინებთ ჩვენს ფერმერებს სიტყვასტანდარტები“, არადა ეს ძალიან მარტივია.  ხშირად საჭიროა ისე ვაწარმოოთ პროდუქცია სხვისთვის, როგორსაც ვაწარმოებდით საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, დავიცვათ ყველა კრიტიკულად საფრთხილო წერტილი, რათა არ მოხდეს  პროდუქტის დაბინძურება. ამ სტანდარტის დაცვა/შესრულება სრულებითაც არაა რთული, უბრალოდ აქაც მეტი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო-აცხადებს გონაშვილი.

 

 

როგორც ცნობილია, ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი, წამყვანი ფინანსური ინსტიტუცია საქართველოში; ოქროს სპონსორი - ნუტრიმაქსი, ცხოველთა ინოვაციური საკვების მწარმოებელი კომპანია; ვერსხლის სპონსორი - სანო, გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში.

 

 „კომერსანტი

 

 






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up