პირველად საქართველოში ტურ ოპერატორებისთვის საერთაშორისო B2B Luxury & MICE ვორქშოპი ჩატარდება

პირველად საქართველოში ტურ ოპერატორებისთვის საერთაშორისო B2B Luxury & MICE ვორქშოპი ჩატარდება

access_time2017-02-16 17:53:02

2017 წლის 18 თებერვალს 12:00 საათზე, სასტუმრო "Radisson Blu"-ში გაიმართება ვორქშოპი საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის პროფესიონალებისთვის - B2B Luxury & MICE Workshop. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია TMI Consultancy და მისი პარტნიორი საქართველოში- BRANDOR Consulting-ი.

 

TMI Consultancy უკვე მე-7 წელია ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო დონის ვორქშოპებს აზერბაიჯანსა და ყაზახეთში მდიდრულ (Luxury) ტურებზე ორიენტირებული პროფესიონალი ტურ-ოპერატორებისთვის. ვიზა ლიბერალიზაციის ფონზე, წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს აღნიშნული ღონისძიებების სერიას და საქართველოში მოქმედი გამყვანი ტურ ოპერატორებიც ჩაერთვებიან ვორქშოპში. მონაწილეები შეირჩა ინდივიდუალური გასაუბრებების და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. B2B ვორქშოპი ადგილობრივი ტურ ოპერატორებისთვის არისსაუკეთესოსაშუალებადაამყარონ საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო მონაწილეებთან ყოველგვარი ხარჯის გარეშე.

 

B2B Luxury & MICE ვორქშოპისთვის საქართველოს სტუმრობენ5* სასტუმროების ქსელის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის ბორდები, ტურისტული დესტინაციის მართვის სააგენტოები და მდიდრულ სეგმენტზე გათვლილი მოდის რითეილ ქსელური კომპანიები. მათ შორის, 5* სასტუმროს ქსელებიდან ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებენ:Belmond (მსოფლიოს მასშტაბით),Duetorrihotels(Bernini Palace, Bristol Palace, Due Torri, Grand Hotel Majestic "già Baglioni"),იტალია, Lošinj Hotels & Villas (ხორვატია),Chateau de la Messardiere (საფრანგეთი), Intercontinental Hotel Vienna (ავსტრია), GrecotelOlympia Riviera Resort (საბერძნეთი). ტურიზმის ეროვნული ორგანიზაციიდან (NTO) ვორქშოპში ჩაერთვებიან: სინგაპურის, ესპანეთის და დომინიკის რესპუბლიკის ტურიზმის ბორდები. მონაწილეთა შორის წარმოდგენილნი იქნებიან ტურისტული დესტინაციის მართვისკ ომპანიებიც (DMC): Travel Central (სინგაპური), Viajes Ancodes (ესპანეთი), Itravex (ესპანეთი), Atlantis Travel (ხორვატია).ასევე, მოდასა და მდიდრულ (Luxury) ტურებზე გათვლილი საცალო გაყიდვების კომპანია -McArthurGlen Designer Outlets(ევროპა).აღსანიშნავია, რომ უმეტესობა საქართველოს პირველად ესტუმრება.

 



ვორქშოპი გაიხსნება საქართველოს ტურიზმის ბაზრის გაცნობითი პრეზენტაციით, რომელიც TMI Consultancy-მ სპეციალურად საერთაშორისო მონაწილეებისთვის მოამზადა. პრეზენტაციის ფარგლებში მოწვეულნი არიან ექსპერტები, რომელთა ჩართულობითაც წარიმართება დისკუსია.

 


ხოლო საღამოს, 19:00-ზე გაიმართება საზეიმო მიღება „სასტუმრო მუზეუმში". მიღებას ვორქშოპის მონაწილეთა გარდა დაესწრებიან საპატიო სტუმრებიც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან, ტურიზმის ასოციაციიდან და ადგილობრივი 5* სასტუმროებიდან.

 


B2B ვორქშოპის გენერალური მედია პარტნიორია The Financial. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურისტული ასოციაცია და Chateau Mukhrani.

 


ვორქშოპების სერიებისშესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემული ვებ-გვერდის http://b2btravelworkshop.com ან Facebook-ის საშუალებით.

 



ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up