29 მაისს სასტუმრო ამბასადორში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა კონფერენცია გაიმრთა. აღნიშნულ კონფერენცია ეძღვნებოდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარებას, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.
კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოდგენილ ბიზნეს სექტორისთვის გაეცნო პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი განახლებული პროფესიები, რომელიც იმართება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება" პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროგრამის ეგიდით მიმდინარე პროექტს და დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული მეორე კომპაქტის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: კომერციული პილოტი, საჰაერო ხომალდების და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი(B1) და საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ავიატექნიკოსი (B2).
რის შედეგადაც, მოხდება შვეულმფრენის პილოტთა პრაქტიკული მომზადებისთვის საჭირო საფრენოსნო სიმულატორის შეძენა, შეიქმნება სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა B1/B2 მიმართულების ავიატექნიკოსთა პრაქტიკული მომზადებისათვის. მასწავლებლები და ინსტრუქტორები გადამზადდებიან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.