საქართველოში სამოთხის ვაშლის პირველი ბაღი გაშენდა

საქართველოში სამოთხის ვაშლის პირველი ბაღი გაშენდა

access_time2022-01-17 12:00:34

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნარეკვავის ტერიტორიაზე სამოთხის ვაშლის მცირე ბაღი გაშენდა. პროექტს კომპანია ,,სამოთხის ბაღი მ7“ ახორციელებს. ახალი ბაღში მოწეული მოსავალი მთლიანად გადამუშავდება, კერძოდ, სამოთხის ვაშლის მურაბის დასამზადებლად, რომელიც დეფიციტურია ბაზარზე. როგორც ,,სამოთხის ბაღი მ7“-ის დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, მოთხოვნა დიდია ჰორეკა სექტორის მხრიდან, თუმცა ბაზარზე სამოთხის ვაშლის დიდი დეფიციტია, რის გამოც სანერგე მეურნეობებში მისი ნერგიც იშვიათად იყიდება.



,,სამოთხის ვაშლის ბაღის გაშენება სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. შეკვეთების დიდი ნაწილი მოდის სამოთხის ვაშლის მურაბაზე. თავდაპირველად, როცა მივიღეთ შეკვეთები და დავიწყეთ ამ ხილის მოძიება შესყიდვის მიზნით, აღმოჩნდა, რომ ასეთი ბაღი საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, მურაბა მზადდება ძალიან მცირე რაოდენობით, ნედლეული ძირითადად ტყეში იკრიფება.  განსაკუთრებით მანგლისში, ბორჯომსა და ბაკურიანში გვხვდება. სეზონზე ხილის მცირე რაოდენობა იყიდება სამომხმარებლო ბაზარზე. წარმოება მინიმალურ დონეზეა, ამიტომ ნერგებიც ძნელად იშოვება. უფრო მეტად დეკორატიულ მეურნეობაში გამოიყენება“, - ამბობს მეწარმე და დასძენს, რომ ბაღის გაშენებამდე საფუძვლიანად შეისწავლეს ბაზარი და აღმოჩნდა, რომ საქართველოში სამოთხის ვაშლის წარმოების დიდი პოტენციალია, რაც სამომავლოდ ექსპორტზეც დიდი წარმატებით გავა.  



,,სამოთხის ვაშლი საკვებად არ გამოიყენება, თუმცა გადამამუშავებელი მრეწველობისთვის ძალიან საინტერესო ხილია. მისი მურაბით ყველაზე მეტად ტურისტები არიან დაინტერესებული, ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა ჰორეკა სექტორის მხრიდანაც. გვინდა, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქტი იყოს ბიო და თუკი მოთხოვნა გაიზრდება, ცხადია, წარმოებას გავზრდით და ექსპორტზეც ვიფიქრებთ. ზოგადად, საექსპორტო ბაზრებისთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა, რადგან გლობალურ ბაზრებზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია“, - ამბობს გოგა ციცქიშვილი.



ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ აპირებს, რომ ,,სამოთხის ბაღი მ7“ ბრენდით  მოაწყოს მცირე ინფრასტრუქტურა -  დასასვენებელი სივრცე, სადაც მომხმარებლებს საკუთარი წარმოების პროდუქტებით გაუმასპინძლდებიან.







როგორც გოგა ციცქიშვილი განმარტავს, სამოთხის ვაშლის პირველ მოსავალს 2-3 წელიწადში მიიღებენ. ნერგების სიმცირის გამო ჯერჯერობით 70 ძირი დაირგო, რომელიც გაზაფხულზე 100-მდე შეივსება. პირველ ეტაპზე საპროგნოზო მოსავალი 2 ტონამდე იქნება.



რაც შეეხება ნერგებს, ამ ეტაპზე ფასი 7-10 ლარის ფარგლებშია. ხოლო 1 ლიტრი სამოთხის ვაშლის მურაბის საბითუმო ფასი 20 ლარს შეადგენს.



პროექტ ,,სამოთხის ბაღი მ7“-ის საინვესტიციო ღირებულება საწყის ეტაპზე 50 000 ლარის ფარგლებშია.



სამოთხის ვაშლის შესახებ: საქართველოში გავრცელებულ კავკასიურ სამოთხის ვაშლს ჩინურს ეძახიან. ალბათ, იმიტომ, რომ ჩინეთში ის ძალიან დიდი რაოდენობით ხარობს. ვაშლის ამ სახეობას ჩინელები დიდ პატივს სცემენ. როგორც აგრონომები აღნიშნავენ, სამოთხის ვაშლი მოხდენილი, კომპაქტური ხეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავილობს და ულამაზეს, წითელ ან ყვითელ ნაყოფს ისხამს. ზამთარში ეს ნაყოფი ზედ რჩება.



ხალხში ამბობენ, მცენარე ისეთი ლამაზია, სამოთხესაც ანათებსო. ის დიდი არ იზრდება, მომცრო ტანის ხეა და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული - არის ციმბირული, კავკასიური ჯიშები, ველური, წითელნაყოფა და ყვითელნაყოფა, მოკლედ, სხვადასხვა ფორმისა და იერის.



სამოთხის ვაშლს კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს: ის ეროზიის საწინააღმდეგო მცენარეა და ნიადაგს ძალიან კარგად ამაგრებს. ამიტომ, სადაც მეწყრიანი ადგილებია, იქ უნდა გააშენონ.



ამასთან, სამოთხის ვაშლი ძალიან კარგი საძირეც არის კულტურული ჯიშებისთვის. უცხოეთში მას ამ მიზნით სისტემატურად იყენებენ, ყინვაგამძლეობისა და გვალვაგამძლეობის გამო.



გარდა ამისა, სამოთხის ვაშლის მერქანი ნელა იწვის, საუკეთესო არომატი აქვს და მისი გამოყენებისას არაჩვეულებრივი გემოს მწვადი იწვება.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up