პირველად რეგიონებში, ქუთაისში ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებაზე ტრენინგი ჩატარდა

პირველად რეგიონებში, ქუთაისში ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებაზე ტრენინგი ჩატარდა

access_time2019-12-06 10:52:02

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოს რეგიონებში, ქუთაისში 4 დეკემბერს რეგიონის ტურისტული კომპანიების და მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ტურიზმის მარკეტინგი - ახალი ბაზრების ათვისება“


ტრენინგის ჩატარება უზრუნველყო საქართველოში ტურიზმის და მასპინძლობის მიმართულებით წამყვანმა ტრენინგ ცენტრმა CRDC, რომლის ტრენერმა ვიკა შარიამ მონაწილეებს გაუზიარა საკუთარ გამოცდილება და საჭირო ტექნიკები ახალი ტურისტული ბაზრების ასათვისებლად, რათა მათ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლონ ახალ ბაზრებზე წილის გაზრდა, ბაზრის დივერსიფიცირება და მომგებიანობის ამაღლება, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყანასა და იმერეთის რეგიონში ტურისტების რაოდენობის და ასევე მათ მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხების აკუმულირების ზრდაზე.


„მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა, შესაბამისად გადავწყვიტეთ, ყველაზე ეფექტიანი გზით - ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით დავხმარებოდით რეგიონის მასპინძლობის ინდუსტრიის თანამშრომლებს და ტრენინგ ცენტრ CRDC-სთან ერთად, დავგეგმეთ ტრენინგი, რომლის დადებით შედეგებს თითოეული კომპანია და მუნიციპალიტეტი მალევე იგრძნობს საკუთარ საქმიანობაში“- განაცხადა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა.


„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრენინგი ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებაზე საქართველოს რეგიონებში პირველად ჩატარდა, იმერეთი კი ამ მხრივ მოწინავეა. ჩვენი ტრენერის მხრიდან მონაწილეებმა მიიღეს ფასდაუდებელი ცოდნა და გაიზიარეს გამოცდილება, რომელიც მათ პრაქტიკაში დაეხმარებათ გავიდნენ და ეფექტურად აითვისონ ახალი ტურისტული ბაზრები. მისასალმებელია იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ინიციატივა, რითაც ისინი სრულიად უსასყიდლოდ მხარს უჭერენ ადამიანური რესურსების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამარლებას, ჩვენი გუნდი კი მზადაა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას“
- განაცხადა ტრენინგ ცენტრ CRDC-ის გენერალურმა დირექტორმა პეტრე ადამაძემ.



ტრენინგის ფარგლებში ასევე განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: წარმატებული სააგენტოს მუშაობის მთავარი პრინციპები, სწორად გაწერილი მარკეტინგული სტრატეგია – რას ვყიდით, რატომ ვყიდით, რამდენად ვყიდით - იმერეთის რეგიონის და საქართველოს მიზნობრივი ბაზრები, რეგიონის სპეციფიკა და ე.წ. USP-ის გამოყენება, დამატებითი გაყიდვების არხები – საიმიჯო ღონისძიებები; საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენები, B2B, B2C შეხვედრები, საინფორმაციო (პრომო) ტურები, რეგიონალური და საერთაშორისო წარმომადგენლობები (Sales Office Representatives).


ტრენინგის დასრულების შემდგომ თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა ტრენინგ ცენტრ CRDC-ის ორენოვანი სერტიფიკატით.





24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up