ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 4 თებერვლიდან პეკინი უმასპინძლებს, თითქმის 100%-ით, ხელოვნური თოვლის გამოყენებით ჩატარდება, რაც, ოლიმპიადის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
სპორტული ღონისძიების თოვლით უზრუნველსაყოფად და სათხილამურო ფერდების დასაფარად, 100-ზე გენერატორსა და თოვლის შემქმნელ 300 აპარატს გამოიყენებენ.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხელოვნური თოვლის შექმნისას, მხოლოდ წყალი და ენერგია არ გამოიყენება, დნობის შესანელებლად, საჭიროა ქიმიური ნივთიერებებიც, რაც, თოვლთან შედარებით, საფარს არაპროგნოზირებადსა და პოტენციურად საშიშს ხდის.
მეცნიერები კლიმატის ცვლილებაზე მიანიშნებენ და აღნიშნავენ, რომ 1924 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი 21 ადგილიდან, 2050 წლისთვის, მხოლოდ 10-გან იარსებებს „შესაბამისი კლიმატი“ და თოვლი - ბუნებრივი პირობებისთვის.
პეკინის 2022 წლის ოლიმპიადა სტარტს 4 თებერვალს აიღებს და 20 თებერვალს დასრულდება.
imedinews.ge