პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს.
ექსპედიციაში მონაწილეობას 48 მთამსვლელი იღებდა, რომელთა უმეტესობა ნეპალიდან იყო. მათ მწვერვალს ნეპალის დროით 17:00-ზე მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის განმავლობაში მწვერვალ K2 ტემპერატურა ხშირად -60 გრადუსამდე ეცემა, ქარის სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც აქამდე მწვერვალი ზამთარში არავის დაულაშქრავს.
ექსპედიციის დროს ესპანელი მთამსვლელი, სერგი მინგოტე დაიღუპა.
მწვერვალ K2-ის სიმაღლე 8 611 მეტრს შეადგენს. ის პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და ჰიმალაის მთების სისტემას ეკუთვნის.
Ipn.ge