პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ელ. ენერგიის სავაჭრო ბალანსი დადებითია. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 55.8 მლნ დოლარის ელ ენერგია გაყიდა, მაშინ როდესაც იმპორტმა 34.7 მლნ დოლარი შეადგინა. დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 21.1 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, გლობალურად შექმნილმა ენერგო კრიზისმა და ფასების შოკმა გავლენა იქონია ქვეყნის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე - თურქეთში ფასი გასამმაგებულია. ფასი გაზრდილია რუსეთსა და აზერბაიჯანშიც, რომლებიც საქართველოს ელექტრო ენერგიას იმპორტით აწვდიან, თუმცა არა ისე მნიშვნელოვნად რომ მას ადგილობრივ ბაზარზე გავლენა მოეხდინა. შედეგად ფასის კუთხით ქართულმა ბაზარმა დადებითი შედეგი მიიღო. რაც შეეხება ექსპორტის ზრდას ის უმეტესად კარგ ჰიდრო გენერაციის პირობებს უკავშირდება.
პარალელურად იზრდება ელექტრო ენერგიის მოხმარებაც - წლის პირველ ნახევარში ზრდამ 10% შეადგინა. ჰიდრო გენერაციის ზრდამ კი 21% შეადგინა.