პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება. მიზეზად კი კორონავირუსის ახალი ტალღით გამოწვეული კარანტინი სახელდება.
Bloomberg-ის ექსპერტების შეფასებით, წელს ჩინეთის ეკონომიკას მინიმალური - 2%-იანი ზრდა აქვს, მაშინ, როდესაც აშშ-ში ეს რიცხვი 2,8%-ს შეადგენს. ამას გამო, პეკინმა დაისახა მიზანი, მიაღწიოს მშპ-ს 5,5%-იან ზრდას, ხოლო ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ცზინპინმა, ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ წელს ჩინეთმა აშშ-ის ეკონომიკის ზრდას უნდა გაუსწროს, წერს The Wall Street Journal-ი.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის ეკონომიკის „ვარდნა“ კოვიდ 19-თან დაკავშირებული „ნულოვანი“ პოლიტიკის ბრალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსის კონტაქტები მკაცრ კარანტინსა და ლოქდაუნს ემორჩილებიან. თუმცა, ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიზეზი აპრილში საცალო გაყიდვები და სამრეწველო წარმოების შემცირებაა.
პანდემიამდე ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელიწადში 6%-ს აღემატებოდა - 2017 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდა იყო 6.8%, 2018 წელს - 6.6%, ხოლო 2019 წელს - 6%. 2020 წელს ჩინეთის მშპ 2,3%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 45 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"