პირველად 20 წლის განმავლობაში Chanel-მა გლობალური მედიამხარდამჭერი გამოიცვალა

პირველად 20 წლის განმავლობაში Chanel-მა გლობალური მედიამხარდამჭერი გამოიცვალა

access_time2021-10-17 21:30:40

ლუქს-კლასის პროდუქციის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანიამ Chanel გლობალური მედიატენდერი დაასრულა და ახალი გამარჯვებული გამოაცხადა - ეს არის ამერიკული სარეკლამო-საკომუნიკაციო ჰოლდინგი Omnicom-ი. ამის შესახებ Campaign-ი წერს.

„რამდენიმეთვიანი კონკურსის შემდეგ ჩვენ ვადასტურებთ, რომ Omnicom-ი დავნიშნეთ ჩვენს ახალ გლობალურ მედიასააგენტოდ 2022 წლიდან“, - ციტირებს ბრენდის განცხადებას სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიას სარეკლამო მომსახურებას ბრიტანული WPP უწევდა.

რაც შეეხება თავად ტენდერს, მის შესახებ ზაფხულში გახდა ცნობილი და მას ორგანიზებას უწევდა კომპანია MediaSense.

გასული წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ფრანგულმა კომპანიამ 2020-ში სარეკლამო მოსამხურებაში 1,4 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც 23%-ით ნაკლები იყო პანდემიამდელ პერიოდზე.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი





Renault–ს აქტივები რუსეთმა სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანა და „მოსკვიჩებს“ გამოუშვებს

Renault–ს აქტივები რუსეთმა სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანა და „მოსკვიჩებს“ გამოუშვებს
access_time2022-05-16 09:34:14
Renault–ს ჯგუფის რუსული აქტივები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. მისი წილი ავტოვაზში რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საქვეუწყებო საავტომობილო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს გადაეცა, ხოლო ქარხანა „რენო როსია“ მოსკოვის ხელისუფლებას. ამის შესახებ kommersant.ru წერს. მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე. Renault–ს...

ევრო აშშ დოლართან გათანაბრების ზღვარზეა

ევრო აშშ დოლართან გათანაბრების ზღვარზეა
access_time2022-05-15 17:21:07
ევრო 20 წლის განმავლობაში პირველად აშშ დოლართან გათანაბრების...

კრიპტო თაღლითობის სავარაუდო სქემები გაშიფრეს

კრიპტო თაღლითობის სავარაუდო სქემები გაშიფრეს
access_time2022-05-15 23:00:31
საერთაშორისო საგადასახადო ორგანოებმა დაადგინეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პოტენციური დანაშაულები, მათ შორის ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს $1 მილიარდიანი თაღლითური...

რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა
access_time2022-05-15 22:00:16
გასულ თვეში რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა, რადგან სანქციებმა გაანადგურა ადგილობრივი წარმოება და უცხოური მწარმოებლების უმეტესობამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის...

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შემცირდა

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შემცირდა
access_time2022-05-15 19:00:28
მაღალი ინფლაციის ფონზე საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები...


მსგავსი სიახლეები

up