კომპანია BMW-მ ცოტა ხნის წინ ახალი ელექტრომობილი- i4 -ს პრეზენტაცია ჩაატარა. ესაა ავტომობილი, რომელსაც დატენვის გარეშე 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა, ყველას ყურადღება არა თავად ავტომობილმა, არამედ ამ ავტომობილზე კომპანიის ახალმა ლოგოტიპმა მიიპყრო. BMW-ს ჩანაფიქრით, ახალი ემბლემა გამჭვირვალობისა და ღიაობის სიმბოლოა. მასზე აღარ არის შავი წრე - ახალ ლოგოს თხელი გამჭვირვალე წრე აკრავს გარს. შრიფტის დიზაინი კი ბევრად უფრო მარტივი და მკაცრია.
ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ემბლემის განახლება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ძველი ლოგოტიპი ბოლო 23 წელია უცვლელად გამოიყენებოდა.
მარიამ მორგოშია
gq.ru