პირველად 12 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დავოსის ფორუმში მონაწილეობს - რატომ ახლა?!

პირველად 12 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დავოსის ფორუმში მონაწილეობს - რატომ ახლა?!

access_time2021-01-27 18:30:55

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 27 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ეს მოხდა პირველად 2009 წლის შემდეგ. რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა?


რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა  მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გავლენით. მისი თქმით, შეუძლებელია იმის არ შემჩნევა, თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური სფერო. მოხდა საზოგადოებრივი აზრის რადიკალური პოლარიზაცია და პოპულიზმის აღზევება.


„რა თქმა უნდა, ისტორიაში არ არის პირდაპირი პარალელები, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი  დღევანდელ სიტუაციას გასული საუკუნის 30-იან წლებს უკავშირებს. ასეთ სიტუაციაში შემიძლია მათ დავეთანხმო ან არ დავეთანხმო, მაგრამ ბევრი პარამეტრით, გამოწვევების კომპლექსური სისტემური ხასიათითა და მასშტაბებით, გარკვეული ანალოგია არსებობს“ -  აღნიშნავს ის.


მან ასევე ივარაუდა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს მსოფლიო მოვლენების მსგავსმა განვითარებამ.


„სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს მოულოდნელად და უმართავად, თუ რა თქმა უნდა არ მივიღებთ ზომებს, რომ ეს არ მოხდეს. არსებობს ალბათობა, რომ მსოფლიოს განვითარების სრული ჩამოშლა მოხდეს.

განვითარებული ქვეყნების შემოსავალი მოსახლეობის ერთ პროცენტს ერგო წილად, დანარჩენისთვის შემოსავალი არ გაზრდილა,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა დავოსის ფორუმზე.


მისივე თქმით, ახლა ეკონომიკების განვითარება განისაზღვრება ბიუჯეტის სტიმულირებით, სადაც საკვანძო როლს ხელისუფლება და ცენტრალური ბანკები ასრულებენ. რუსეთის ლიდერმა გლობალური უსაფრთხოების დეგრადაცასაც გაუსვა ხაზი. მისი თქით, სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, მრავლდება რეგონალური კონფლიქტები ხოლო  წინააღმდეგობები სპირალისებურად იხვევა.



მსოფლიოს პირველი პირები, მათ შორის რუსეთიც ფორუმის ორგანიზატორებისგან ყოველწლიურად ტრადიციისამებრ იღებდა მოწვევას, მაგრამ ვლადიმერ პუტინი 12 წლის მანძილზე ამ პლატფორმას სრულად „აიგნორებდა“. „ეს პუტინის ძველი პოზიციაა, ის არასდროს მიიჩნევდა ფორუმს მნიშვნელოვნად. მისთვის ეს უცხო პლატფორმაა, რომელიც უფრო ოლიგარქებისთვისაა შესაფერისი“ - განმარტავს პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი.


„არ შეიძლება იმის თქმა, რომ რუსი ჩინოვნიკები სრულად უგულებელყოფდნენ ფორუმს“- ამბობს სოციოლოგი კონსტანტინ გააზე. - „რუსულ დელეგაციას ვიცე პრემიერები ხელმძღვანელობდნენ. 2020 წელს ამ დელეგაციას ეკონომიკური განვითარების მინისტრის როლში  მაქსიმ ორეშკინმა უხელმძღვანელა. ყოველ შემთხვევაში, როცა რუსეთის მხარეს საკუთარი პოზიციის გაჟღერება სურდა, ის საკუთარ ფორუმს იყენებდა სანკტ პეტერბურგში. - ამბობს გააზე.


რა შეიცვალა 2021 წელს?

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ მონაწილეობა მიეღო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იმოქმედა იმან, რომ პროცესი ონლაინ რეჟიმში ტარდება“ - ამბობს  პოლიტოლოგი ალექსეი მაკარკინი.


„დისტანციური ფორმატი პანდემიის დროს, საშუალეობას აძლევს მონაწილე პირს მონოლოგით შემოიფარგლოს. რუსეთის მხარის იმედგაცრუება დავოსის ფორუმის მიმართ დიდი ხნის წინ დაიწყო. დიდ მოლაპარაკებებს იქ ვერ მიაღწევთ - როცა საჭიროა პუტინი მონაწილეობას დიდი 20-ეულის სამიტზე იღებს სხვა სახელმწიფოებთან ერთად.  რუსულ ელიტას თავად დავოსის მოწვევა ნაკლებად აინტერესებს,“- ამბობს ის.


„ფორუმში ჩართვა ესა მცდელობა შეამოწმოს რუსეთმა, როგორ იქნება რუსული პოზიციები აღქმული დასავლეთში, მათ შორისაა ეკოლოგიის საკითხებიც“ - ვარაუდობს ალექსეი მაკარკინი.

 

„უახლოეს პერიოდში დავოსი ერთადერთი პლატფორმაა საერთაშორისო დონეზე, სადაც პუტინს შეუძლია გამოვიდეს მისთვის მნიშვნელოვანი მოწოდებებით“ - ამბობს გლებ პავლოვსკი. „რუსეთის იზოლაცია საკმაოდ შორს წავიდა და უკვე აღარ გამოიყურება, როგორც კარგად ჩაფიქრებული თავდაცვა, არამედ სისუსტეს ჰგავს. მეორეს მხრივ, პრეზიდენტი შიშობს, რომ შეიძლება მალე საერთაშორისო არენიდან გაქრეს, თუმცა ახლა სხვა ზომების მიღება არ შეუძლია,“


„ის ხედავს რომ პოლიტიკაში უფრო და უფრო მძიმდება სიტუაცია და საფრთხის შეგრძნება გაუჩნდა. ამიტომაც დაიწყო მოქმედება, მაგალითად როდის პასუხობდა პრეზიდენტი პირადად ალექსეი ნავალნს? მან ეს ამ თვეშ ორჯერ გააკეთა. პუტინი ახლა რეიტინგთან დაკავშირებულ პრობლემებს წყვეტს შიდაპოლიტიკური აქტივობებით,“ - ამბობს პოლიტოლოგი აბას გალიამოვი.


ria.ru


forbes.ru


მოამზადა მარიამ მორგოშიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up