„კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს დამატებით ტესტს ჩაუტარებენ, რადგან ხელახალი ანალიზის პასუხი მცირედით დადებითი დაფიქსირდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Imedinews-ს განუცხადა.
მისივე განმარტებით, განმეორებითი ტესტის პასუხი საეჭვო იყო და ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ ხელახალი ანალიზი. პაციენტს ახალ სინჯს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ აუღებენ.
კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ 14 მარტს განუცხადა.
Imedinews