პირველ კვარტალში სექტორის მხოლოდ 20%-მა პროცენტმა იმუშავა, მათმა დიდმა ნაწილმა მხოლოდ 3 დღე - ტურიზმის კვლევის ცენტრი

პირველ კვარტალში სექტორის მხოლოდ 20%-მა პროცენტმა იმუშავა, მათმა დიდმა ნაწილმა მხოლოდ 3 დღე - ტურიზმის კვლევის ცენტრი

access_time2021-05-16 13:09:57

,,ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ჩვენ დავკარგეთ გამწევი ძალა, ისინი ან მიდიან ქვეყნიდან, ან მიდიან სექტორიდან“ - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრაა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.


ალექსანდრე გიორგაძის თქმით, აპრილშიც კი სექტორში მოქმედი ბიზნეზების ნახევარზე მეტს ერთი დღეც არ უმუშავია.
,,პირველ კვარტალში ინდუსტრიის 80% იყო უმუშევარი, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მათმა უმეტესობამ კი 3 დღემდე იმუშავა. აპრილის თვეში კი, ეს მონაცემები გაიზარდა და 45%-ს მიაღწია სექტორში დასაქმებულების რიცხვმა, თუმცა მაინც გამოდის, რომ სექტორის ნახევარზე მეტმა აპრილშიც კი ვერ იმუშავა. ეს არის რეალობა.


ყველანი ვხედავთ, როგორ მიდის ვაქცინაციის პროცესი. ამის გამო, მეტად სავარაუდოა, რომ წელს საქართველო ვერ მოხვდება უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში ნამდვილად არ გვექნება რეკომენდაცია, რომ იმოგზაურონ საქართველოში. ჩვენ უკვე დავკარგეთ მაისი პიკი, როცა არის ხოლმე ტურისტული პირველი ნაკადი. მოლოდინი ამ გადასახედიდან მძიმეა. მარტო გიდი 3000-დან 5000-მდე ადამიანია, სხვა დასაქმებულებზე რომ არაფერი თქვათ ამ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, მოლოდინები მძიმეა და ვინც სექტორში იყო დასაქმებული, მათი გადინება ხდება ქვეყნიდან. სწორედ ამაზე იქნება ჩვენი შემდეგი კვლევა. ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ჩვენ დავკარგეთ გამწევი ძალა, ისინი ან მიდიან ქვეყნიდან, ან მიდიან სექტორიდან“ - განაცხადა გიორგაძემ.
წამყვანის კითხვაზე, როგორია ახლა სექტორის და ხელისუფლების კომუნიკაცია, ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ლოიალურად განწყობილ ნაწილს ხვდება.



,,პანდემიის პირველ ეტაპზე, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ხვდებოდა ყველას, მიუხედავად განწყობებისა. ახლა კი მხოლოდ ლოიალურ ნაწილს ხვდებიან. ჩვენ ვეღარ ვხვდებით ამ შეხვედრებზე. მე არ ვიცი იქ რაზე საუბრობენ, მაგრამ საუბრები აშკარად რჩება საუბრებად“, - ამბობს გიორგაძე ,,საქმეში“.

bpn.ge


თეგები:
ლოქდაუნი



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up