2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით 21.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 13 კვარტალის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
პირველ კვარტალში უმუშევრობა ქალაქებში 5.7%-ით 23.6%-მდე გაიზარდა, სოფლებში კი 0.4%-ით 19.3%-მდე.
უმუშევრობის ზრდის პარალელურად 3%-ით 48.3%-მდე შემცირდა სამუშაო ძალა, რამაც რეალური დასაქმების დონე 4.2%-ით 37.7%-მდე შამცირა.
2021 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.4%-ს შეადგენდა რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პერიოდთან შედარებით 1.2%-ით ნაკლებია.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 4%-ით 19%-მდე, ხოლო კაცებში გაზრდილია 3.3%-ით 24.1%-მდე.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 38.2%-ს ხოლო კაცებში 60%-ს შეადგენდა.
2021 წლის I კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 4.5%-ით 30.9%-მდე და 3.8%-ით 45.5%-მდე.