პირველ კვარტალში LVMH-ის შემოსავლები 32%-ით გაიზარდა

პირველ კვარტალში LVMH-ის შემოსავლები 32%-ით გაიზარდა

access_time2021-04-15 12:10:00

მსოფლიოში უმსხვილესი ლუქს-კლასის პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SA მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში შემოსავლები 32%-ით გაეზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2020 წელს ზედიზედ რამდენი კვარტალი კლება ჰქონდა.


როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, შემოსავლებმა 13,959 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის პირველ კვარტალში 10,596 მილიარდი ევრო ჰქონდათ.


ამასთან, პროდუქციის გაყიდვების ორგანულმა ზრდამ (ვალუტის კურსის ცვლილების და კომპანიების შესყიდვის გათვალსიწინების გარეშე) 30% შეადგინა 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ხოლო 9%-ით მეტი 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით


კომპანიის ყველა განყოფილებამ გაყიდვების კარგი ზრდა აჩვენა, გარდა საცალო ვაჭრობისა, რომელზეც კვლავინდებურდ ნეგატიურ გავლენას ახდენს კორონავირუსის პანდემია და შეზღუდვები საერთაშორისო ტურიზმში. არსებითი ზრდა დაფიქსირდა შტატებსა და აზიაში, მაშინ როცა ევროპაში კვლავ კორონავირუსული კრიზისია.


კომპანიის შემოსავლები მოდური ტანსაცმლის სფეროში და ტყავის ნაწარმის ნაწილში 45%-ით, რეკორდულ 6,738 მილიარდ ევრომდეა აზრდილი. ორგანულმა ზრდამ შეადგინა 52%.



საათებისა და სამკაულების გაყიდვებმა კი 138%-ით 1,883 მილიარდ ევრომდე მოიმატა, ორგანული ზრდა 35%-ია.


ალკოლოჰოლური სასმელების განყოფილებაში 12%-იანი მატებაა 1,55 მილიარდ ევრომდე (ორგანული ზრდა 18%).


თუმცა ქსელური საცალო მაღაზიების (Sephora, DFS და Le Bon Marche) გაყიდვებმა იკლო 11%-ით 2,337 მილიარდ დოლარამდე. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კლებამ შეადგინა 30%.


ამასთან, კომპანიის კაპიტალიზაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან გაზრდილია 16,4%-ით 297 მილიარდ ევრომდე.


LVMH Moet Hennessy Louis Vuitton - ეს არის ბერნარ არნოს კუთვნილი კომპანია, რომელიც მოიცავს ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელ 75 ბრენდს, მათ შორისაა, აქსესუარების მწარმოებელი Louis Vuitton და Fendi. კომპანიის ქსელი მსოფლიოს 80 ქვეყანაში ითვლის 5 ათასზე მეტ მაღაზიას. ჰყავს 150 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმებული, რომელთა 78% საფრანგეთს ფარგლებს გარეთაა.



BPN.GE




თეგები:
LVMH



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up