პირის მიმართ, რომელიც გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვის, სანქციები ამოქმედდება

პირის მიმართ, რომელიც გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვის, სანქციები ამოქმედდება

access_time2019-10-11 12:32:37

მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი და პირველი ნოემბრიდან გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება ინსპექტორებს და უარს იტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი და გაუმართავი დანადგარის მოხსნაზე, ინსპექტორებს პოლიციის გამოძახების ვალდებულება ექნებათ.


ამასთან, კანონპროექტი, რომელიც უწყებათაშორისი დამუშავების პროცესშია და საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა, საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს.


კერძოდ, ჯარიმების ნაწილი 2021 წლიდან ამოქმედდება და ბუნებრივი გაზის მოხმარება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, ბუნებრივი გაზის დანადგარის მოხმარება განთავსების ან/და საექსპლუატაციო პირობებთან შეუსაბამოდ, ასევე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის ექსპლუატაციის პირობების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, იურიდიული პირები და საჯარო დაწესებულები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან.



იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით ხდება სარგებლობა, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია; თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა; ბუნებრივი გაზის მოხმარებაში ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის; ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენებაში, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, ფიზიკური პირი 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირები და საჯარო დაწესებულები კი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.


ჩამოთლილი დარღვევის გამეორება, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო იურიდიული და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.


განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება, რის გამოც კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილება.


ამასთან, განმარტებით ბარათში 2018 წლის სტატისტიკაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ 1,035,823 გეგმური და არაგეგმიური შემოწმების შედეგად გამოვლინდა 124,945 დარღვევის ფაქტი. აქედან 123,633 დარღვევა გამოვლინდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლთან მიმართებაში, ხოლო 1,312 დარღვევა – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში. აღნიშნული დარღვევებიდან 105,848 მომხმარებელს გაეთიშა/დაელუქა გაზდანადგარი. დარღვევების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 26,085 მომხმარებელს.


გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც ბუნებრივი აირის დეტექტორების გამოყენების ვერსიასაც მოიცავს.


IPN





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...


მსგავსი სიახლეები

up