„კონტრ-ტერორისტული ოპერაციების ბრწყინვალე გამოცდილება და კარგად დაგეგმილი სქემა“- ვინ განახორციელა ზუგდიდის ძარცვა?!

„კონტრ-ტერორისტული ოპერაციების ბრწყინვალე გამოცდილება და კარგად დაგეგმილი სქემა“- ვინ განახორციელა ზუგდიდის ძარცვა?!

access_time2020-10-22 12:35:26

ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი ჯარისკაცი, დავით ნემსაძე, სოციალურ ქსელში, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ეხმაურება, სადაც მძარცველის ქცევებითა და აღჭურვლობის დეტალური ანალიზის შედეგად ვარაუდობს, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული ვეტერანი სამხედროა. მისივე თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში 2000 ასეთი სამხედრო დარჩა უსამსახუროდ.


„კომერსანტი“ ჯარისკაცის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.  ეთიკის დაცვის მიზნით, ამოღებულია მხოლოდ უცენზურო მიმართვები:

 

„გულისტკივილით ვადევნებ თვალს ,,ზუგდიდურ ძარცვას ეს უფრო მეტია ვიდრე ახირებული ტიპის მიერ ბანკში ჰოლიუდური სცენარით შეჭრა.

 

როგორც არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან. მისი მოძრაობის (გადაადგილების) იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით იგი ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარ-ჩვევებს.


რაც შეეხება სამხედრო ფორმას რომელიც მას ეცვა აშკარაა რომ ესაა საველე პირობებში უკვე ექსპლუატირებული ე.წ. მულტიგამის ტიპის დაფოთვლის უნიფორმა.

 

რომელსაც დღეს ქართული არმია მოიხმარს.

 

პირს სამხედრო ბატინკი ეცვა ერაყში ,,ქვიშის ქარიშხალის ოპერაციის დროს გამოყენებული მოდელი, თასმები შეკრული ჰქონდა სპეციფიური ხვეულით რომელ ხვეულსაც (სკვნილს) ქვეით ჯარებში იყენებენ.

 

განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი (კარაბინი) სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად.

 

პირს კარგად ჰქონდა შეგნებული რაზეც წავიდა,შეიარაღებული იყო რუსული წარმოების კალაშნიკოვის АК-74 ტიპის ავტომატური იარაღით. ეკეთა 70 -იან წლებში გამოშვებული მჭიდი. პირს განტვირთვის ჟილეტში ასევე მოთავსებული ჰქონდა დამატებითი საბრძოლო მასალა. დაახლოებით ოთხი მჭიდი.


 

ხელში ეჭირა რუსული წარმოების Ф-1 თავდაცვითი ხასიათის ხელყუმბარა, რომელიც გამოიყენება ბარიერიდან ტყორცნით და 200 მეტრში გამოირჩევა ეფექტური დაზიანებით.

 

პირს ხელყუმბარაზე მოხსნილი ჰქონდა მცველი რაც ნიშნავს იმას თუ სნაიპერი მოახდენდა მის მყისიერ ლიკვიდაციას ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა. დახურულ სივრცეში ხელყუმბარის აფეთქების ეფექტურობა ორმაგდება. არცერთ იქ მყოფ პირს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ექნებოდა თუ ვინმე საკუთარი სხეულით არ დაფარავდა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილ ხელყუმბარას.

 

შენობის დატოვების დროს პირმა ხელყუმბარა აწია ზემოთ რათა სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევაში ყუმბარის დაცემის ტრაექტორია გამოთვლადი არ ყოფილიყო სნაიპერისთვის.

 

ასეთ გათვლებს უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს.

სამხედრო ფორმაზე რომელიც ეცვა იყო ქართული დროშა, ახეული იყო მხოლოდ ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშნები.

 

პირი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა მას ჰქონდა ბრწყინვალე გამოცდილება კონტრ ტერორისტული ოპერაციების და ეს გამოცდილება ტერორისტული მიზნით გამოიყენა წაიღო ზუსტად იმდენი ფული რამდენის ზიდვასაც შეძლებდა.

ნახევარი მილიონი დოლარი რომელიც ერთ ზურგჩანთაში მოთავსდა.

 

პირმა გაათავისუფლა ყველა შეუძლოდ მყოფი მძევალი და ორსული ქალი, მან ზუსტად იცოდა ტყვეების რა ექვივალენტური რაოდენობით მიაღწევდა სასურველ შედეგს თუ როგორი იქნებოდა ძალოვანთა ოპერატიული რიაქცია .....

 

ვინც ამხელას გაბედავს მას იმის იქეთაც ხილული აქვს მისი ბედის გზები...

ოკუპირებული ზონები ზუგდიდიდან არც ისე შორია.

 

ტერორიზმი ცალსახა დანაშაულია.

მაგრამ ეს უფრო ძარცვა იყო ვიდრე ტერორიზმი.

 

ისე როცა სამხედროს ასეთ სპეციფიურ ცოდნას აძლევ პარალელურად კი სახელმწიფოებრივ იდეას ართმევ შენ მას უბრალოდ პროფესიონალ მკვლელად ზრდი.

.....

 

ქართულ ოცნებას ასეთი 2000 ვეტერანი ჰყავს გაყრილი მათი გამგდები ერთი ნა***ი ვალოდია ჩაჩიბაია კი 49 ნომრად უწერიათ მომავალ საპარლამენტო სიაში.

 

თქვენ ნახეთ რა გააკეთა ერთმა კარგად მომზადებულმა სამხედრომ და რას გააკეთებს 1999 სამსახურიდან დამამცირებლად გაგდებული გამოყენებული მეომარი თუ მათაც ასეთი სიმწრის ტკივილი კრიმინალში გადაუვა.

 

ზოგადად ბანკები და მათი ნამოქმედარი ბანდიტიზმი განსჯის სხვა თემაა, მაგრამ რა ეშველება საზოგადოებას რომლის ხელისუფლებაც ამ მძარცველზე ბევრად დიდი ავაზაკია? - ნათქვამია დავით ნემსაძის facebook post-ში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up