პირები, ვისაც დაურეგისტირებელი მოპედები ჰყავთ, ქუჩაში გადაადგილებას 2022 წლის 28 მარტიდან ვერ შეძლებენ

პირები, ვისაც დაურეგისტირებელი მოპედები ჰყავთ, ქუჩაში გადაადგილებას 2022 წლის 28 მარტიდან ვერ შეძლებენ

access_time2021-11-25 13:40:00

მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, იმედა მაკასარაშვილის განცხადებით, 2022 წლის 28 მარტიდან მოპედის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება და შესაბამისად, 28 მარტიდან, ის პირები, ვისაც დაურეგისტირებელი მოპედები ჰყავთ, ქუჩაში გადაადგილებას ვერ შეძლებენ.



როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმედა მაკასარაშვილმა განუცხადა, მოპედის რეგისტრაციის ვალდებულებამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს მომსახურების სააგენტოს სერვისებს და დაარეგისტრიროს მის საკუთრებაში მყოფი მოპედი.




„ ეს არის ნებაყოფლობითი პერიოდი და ამ პერიოდში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სააგენტოში გააფორმოს მისი კუთვნილი მოპედი. ამ პეროდში, ასევე ისარგებლებლებს შეღავათით და მოპედის რეგისტრაცია ნაცვლად ჯამში 60 ლარისა იქნება 40 ლარი. რაც შეეხება მართვის მოწმობის აღებას, კანონის ძალაში შევლის დღიდან ჩვენ უკვე შევძლებთ ჩავიბაროთ შესაბამისი კატეგორიის გამოცდები. ე.ი. იმ პირებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ არცერთი კატეგორიის მართვის მოწმობა და სურთ ატარონ მოპედი, მათ ვალდებულება ექნებათ აიღონ - AM კატეგორიის მართვის უფლება, რაც გულისხმობს მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მართვის უფლებას. ამ პირებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ კანონის ძალაში შესვლის დღიდან. ეს დაახლოებით არის, 2021 წლის 7-8 დეკემბერი. კანონი უკვე გამოქვეყნებულია და შესაძლებლობა ექნებათ უკვე 8 დეკემბრიდან გავიდნენ გამოცდაზე და ჩააბარონ გამოცდა, მაგრამ ეს სავალდებულო ხდება 2022 წლის 28 მარტიდან. ხოლო იმ პირებს, ვისაც ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა უკვე აქვთ, მათზე ავტომატურად გავრცელდება მოპედისა და კვადროციკლის მართვის უფლება, მათ გამოცდის ჩაბარება დამატებით არ დასჭირდებათ“,- აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.


ipn.ge




თეგები:
მოპედი



„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up