პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10 წლიან მინიმუმამდე დაეცა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10 წლიან მინიმუმამდე დაეცა

access_time2020-12-12 14:00:04

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მესამე კვარტალშიც მკვეთრად -23.6%-ით $303 მლნ-მდე შემცირდა რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


სამი კვარტალის ჯამში ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების ჯამური რაოდენონა $719 მლნ-ს შეადგენს,გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებს. რაც ასევე ბოლო 10 წლის მინიმუმია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა ინვესტიციები თითქმის ყველა მიმართულებით შემცირებულია.


იანვარ-სექტემბერში საფინანსო სექტორში ინვესტირების მოცულობა 69%-ით $302 მლნ-მდე გაიზარდა, თუმცა 78%-იანი კლება ფიქსირდება ენერგეტიკაში - $46 მლნ, $209 მლნ-ის ნაცვლად. $116 მლნ-დან $65 მლნ-მდე შემცირდა ინვესტიციები დამუშავებულ მრეწველობაში. სასტუმროებსა და რესტორნებში $116 მლნ-დან $26 მლნ-მდე. მცირედი კლება აღინისნება ასევე კავშირგაბმულობასა და ჯანდაცვის სფეროში. მატება - სამტომოპოვებით მრეწველობაში.


რაც შეეხება სახელმწიფოებს სამი კვარტალის ჯამში ყველაზე მეტი - $250 მლნ-ის ინვესტიცია ბრიტანეთმა განახორციელადა მან ამით 35%-იანი წილი დაიკავა. მეორე ადგილზე $150 მლნ-იტ ნიდერლანდებია, სამეულს $72 მლნ-ით აშშ ასრულებს.



წელს პირველად რეინვესტირების მოცულობამ სააქციო კაპიტალის მოცულობას გაუსწრო. თუ შარშან იანვარ სექტემბერში რეინვესტირებამ $450 მლნ შეადგინა - სააქციო კაპიტალის $521 მლნ-ის 86%, წელს ბალანსი დაირღვა. რეინვესტირების მოცულობამ $417 მლნ შეადგინა, რაც სააქციო კაპიტალიც მოცულობის - $248 მლნ-ის 168%-ს შეადგენს.



ინვესტიციების კლებაში პანდემია ერთადერთი დამნაშავე არ არის. სასტუმროებისა და რესტორნების სფერო რომც გამოვრიცხოთ $150 მლნ-იანი კლება მაინც რჩება. 2017 წლის რეკორდული - $1.978 მლრდ-იანი ინვესტირების შემდეგ 2018-2019 წლებში საქართველოში თითქმის იდენტური ოდენობის - $1.306 და $1.310 მლრდ-ის უცხოური კაპიტალი შემოვიდა.


მშპ-სთან მიმართებაში ინვესტიციებმა მაქსიმალურ 18.6%-იან მაჩვენებელს 2007 წელს მიაღწია. 2018-2019 წლებში კი 7%-მდე შემცირდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up