2022 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სალდომ -284.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სალდო, საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს მე-6 რედაქციის თანახმად, იწერება „მინუს“ ნიშნით ანუ აქტივს გამოკლებული პასივი). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი -236.3 მლნ დოლარს შეადგენდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აქტივები 68.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო პასივები 352.7 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება 2021 წლის მეორე კვარტალს, აქტივები 82.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო პასივები 318.8 მლნ აშშ დოლარი იყო.