„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთის მხრივ დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო მეორეს მხრივ განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოზე გიორგი ცუცქირიძე

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთის მხრივ დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო მეორეს მხრივ განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოზე გიორგი ცუცქირიძე

access_time2020-09-08 14:50:06

გლობალური პანდემიის და კორონაკრიზისული პერიოდის ეკონომიკაზე ზეგავლენის და ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციების შესაფასებლად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება- ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთის მხრივ დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო მეორეს მხრივ განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოზე და ამავდროულად მოლოდინებსაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის პოზიტიურ პესპექტივაზე.

 

აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, თუ რა დინამიკა დაფიქსირდებოდა წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით კი მეორე კვარტალში, როდესაც გვქონდა ეკონომიკის ვარდნა, საკარანტინო რეჟიმის ეკონომიკაზე ზეგავლენის გამო.

 

საქსტატის წინასწარი მონაცემები კი მართლა დამაიმედებელია, როგორც 2020 წლის მეორე კვარტლის, ასევე მთლიანად წლის პირველი ნახევრის თვალსაზრისით.

 

მარტო მეორე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 0.5 პროცენტით მეტია, რამაც თანხობრივად, 237.8 აშშ დოლარი შედაგინა.

 


მართალია, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 409.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახასიათებს თავისებური ციკლურობაც, გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე.

 

სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს წლის პირველი ნახევრის ტენდენციები, რომელიც გლობალურად მსოფლიო ეკონომიკის გამოშვების 13 %-იანი ვარდნის და ინვესტიციების 40 პროცენტით შემცირების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რაც ასევე აისახა აპრილ-მაისთან შედარებით, როდესაც ეკონომიკის ვარდნის ფსკერი 16 % კი იყო, უკვე ივნისს -აგვისტოში ეკონომიკის ვარდნის ტემპების თითქმის სამჯერ შემცირებაში.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მისი მნიშვნელობა ერთიორად იზრდება განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. რეინვესტირების მოცულობა 31.5 პროცენტით გაიზარდა და 278.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტალში თითქმის ორჯერ ნაკლები, 37.4 პროცენტი იყო.

 

სწორედ რეინვესტირების მოცულობის ზრდა ანუ მოგების მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკაში დატოვება ყველაზე მკაფიოდ მიანიშნებს ინვესტორების გაზრდილ ნდობაზე და პოზიტიური განწყობაზე მთავრობის ეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მთლიანად.

 

ტურიზმის სექტორის ფაქტიურად გაჩერების ფონზე, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა სექტორებში. თვალსაჩინოებისათვის, მშენებლობის სექტორში ინვესტიციები 3-ჯერ მეტადაც კი გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციები 5-ჯერ მეტადაც არის გაზრდილი, რაც ასევე ეკონომიკის სტიმულირების გეგმის სწორ სამთავრობო სტრატეგიაზე მიუთითებს.

 

ქვეყნების საინვესტიციო გეოგრაფიის გაფართოებაზე მიუთითებს ინვესტიციების შეფასება ქვეყნების მიხედვითაც. 2020 წლის მეორე კვარტალში, ისევე როგორც წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ინვესტიცია ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდა, კერძოდ გაერთიანებული სამეფოდან და ნიდერლანდებიდან, მთლიანი ინვესტიციების 48 %, ასევე აშშ (11.7 %) და თურქეთიდან (10.8 %).

 

საერთო სურათი არის მეტად დადებითი, დღეს მთავარ ამოცანას გლობალური კრიზისის შედეგად, წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების გამოყენება, ინვესტიციების დივერსიფიკაცია და ახალი ლოკაციების შექმნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა, როგორც საშუალო ტექნოლოგიური, ისე მაღალტექნოლოგიური დარგების განსავითარებლად და შესაბამისად, ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, არის სავსებით სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ცხოვრების დონის ზრდას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებასაც ამავდროულად,“ - წერია ცუცქირიძის განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up