პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

access_time2020-09-28 16:00:02

„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.


ნებისმიერი სახის შეიარაღებული კონფლიქტი, ხანმოკლე თუ ხანგრძლივი, რეგიონისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის კუთხით თავის ნეგატიურ კვალს დატოვებს და ამაზე ყველა ანალიტიკოსი თანხმდება. თუმცა,  როგორც ხუხაშვილი ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საერთო ჯამში, მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არ არის, საქართველომ რისკებში თურქეთისა და რუსეთის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს, რადგან საბოლოოდ ბოლო სიტყვას სწორედ ეს ორი ქვეყანა იტყვის.


„აზერბაიჯანთან მიმართებაში ეკონომიკური ვარდნის პროცესი გარდაუვალია, რადგან ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაციის ხარისხი მაღალია.  ისიც უნდა გავითვალისწინოთ,  რომ თურქეთი ფაქტობრივად ამ კონფლიქტის მონაწილე გახდება, გამომდინარე თურქეთ-აზერბაიანის მჭიდრო ალიანსისა. ისინი განუყოფელ ტანდემად განიხილებიან და არა მხოლოდ  პოლიტიკური არამედ მსოფლმხედველობრივი კუთხით, რაც ბევრად ღრმა ინტეგრაციას გულისხმობს. ის არასახარბიელო ტენდენციები ეკონომიკის, უსაფრთხოების კუთხით, რაც შეიძლება ამ კონფლიქტს მოჰყვეს, ბუნებრივია საქართველოზეც აისახება. პირდაპირი რისკები კი უფრო უსაფრთხოების სფეროში გვაქვს,“ ამბობს ხუხაშვილი.


რაც შეეხება რუსეთის როლსა და ინტერესებს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტში, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ეს ესკალაცია ოფიციალურმა მოსკოვმა სომხეთის დასავლური ხედვების გამო დასასჯელად წააქეზა.


„უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო სიტყვას ამ კონფლიქტში მაინც რუსეთი იტყვის იმიტომ, რომ თავის დროზე რუსეთის ინიცირებულია ეს პრობლემა და მისი წაქეზებულია ეს კონფლიქტი ყარბაღში. სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიზაციის ტენდენციები გამოავლინა, დაიწყო დასავლეთისკენ სვლა მაშინ, როდესაც რუსეთზე სრულად იყო დამოკიდებული. ეს ტენდენცია რუსეთს რა თქმა უნდა, არ მოსწონს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს უნდა სომხეთი თავის ადგილზე მოსვას და გააგებინოს, რომ რუსეთს იქით მათ გზა არ აქვს. ამ კონფლიქტით, რუსეთი ორ ამოცანას გადაწყვეტს, ნაწილობრივ დააკმაყოფლებს აზერბაიჯანის პრეტენზიებს და სომხეთს აუხსნის რომ „რუსეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობს“.  ბოლოს, ეს კონფლიქტი თურქეთის და რუსეთის შეთანხმების საფუძველი გახდება, ანუ დიდები შეთანხმდებიან პატარების გაშველებაზე და შესაბამისი სამშვიდობო ოპერაცია შეიძლება დაიწყოს თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით.“ - განმარტავს გია ხუხაშვილი .


 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო.


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთს აქვს ოკუპირებული.


1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ შეთანხმება არაერთხელ დაირღვა.


ამ თემაზე ბოლო პერიოდში რამდენიმე დისკუსია გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის.


ყველაზე მეტად ვითარება ბოლო პერიოდში 2016 წლის 2 აპრილს გამწვავდა, როცა კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. წელსაც ივლისში გამწვავებულ კონფლიქტს ორივე მხრიდან 36 ადამიანი ემსხვერპლა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up