პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარეც – ეკონომიკის მინისტრი

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარეც – ეკონომიკის მინისტრი

access_time2018-12-25 14:40:56

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა დიდი რაოდენობით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ნეგატიური ფაქტორებიც ახლავს.


“ყველა ლაპარაკობს, რო ჩვენ გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. კი ბატონო, მაგრამ ამავე დროს, ამ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს აქვთ, აგრეთვე, ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაც გაიტანოს აქედან დივიდენდის სახით. ჩვენ რომ ძალიან დიდი რაოდენობის პირდაპირ ინვესტიციებს ვაგროვებთ, რაღაც მომენტში, ის უცხოელები დივიდენდების გატანას რომ იწყებენ, ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, ბალანსზე”, – განაცხადა ქობულიამ.


სწორედ ამიტომ, ქობულიას თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები “პანაცეა არ არის” და დანაზოგებიდან გაკეთებული ინვესტიციებიც გვჭირდება. ამ მიმართლებით ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა საპენსიო ფონდის მნიშვნელობას.


ინვესტორების კონტექსტში მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ბიუროკრატიას ეჯახებიან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.


“ჩვენ გვჭირდება ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა, როგორც ცალკე ინიციატოვა. ბევრს ვმუშაობდით ინვესტორებთან, მაგრამ ის მუშაობა, რომელსაც ვატარებდით ამ ინვესტორების მოზიდვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იყო არასაკმარისი. სისტემატურად გვაქვს პრობლემები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან, რომ ეჯახებიან ბიუროკრატიას, ეჯახებიან პრობლემებს გადაუწყევეტელ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ უნდა შევქმნათ უძლიერესი სამსახური ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებთან მუშაობისა და მათი მოზიდვისთვის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.





29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up