პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზრდება!-მერაბ ჯანიაშვილი

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზრდება!-მერაბ ჯანიაშვილი

access_time2020-03-12 18:30:05

ეროვნული ვალუტა კატასტროფულად გაუფასურდა. რამდენადაც ლარის გამყარება დროებითი აღმოჩნდა, ბუნებრივია, იგი გარკვეული დასახელების პროდუქტის ფასზეც უარყოფითად აისახება. იმპორტიორები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში ახლა მძიმე დრო დგას და ასეთი მკვეთრი დევალვაცია საქონელს გააძვირებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი ისედაც გაძვირებული ფასებით დაიწყო, ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი ვარდნა, ვითარებას უფრო დაამძიმებს, შესაბამისად, ფასების მატება უფრო და უფრო რეალური ხდება. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის, მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოსახლეობამ შარშან გადაიტანა.


დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას აზრით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ფასი ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაიზრდება, შემდეგ სხვა საქონელზეც.


„ბოლო დროს ლარი სტაბილურობისკენ წავიდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს არის სასწაული. ვხედავდით, რომ 1-2 თვის განმავლობაში მყარდებოდა ლარი და შემდეგ უცებ დაუბრუნდა კრიზისულ ნიშნულს. ახლა დანამდვილებით რთული ვითარებააა. თუ კურსი 2.95 ან 3,0-იან ნიშნულს არ გადასცდება, ძირითად პროდუქტებზე ფასების სწრაფად ზრდას არ უნდა ველოდოთ, თუმცა თუ კიდევ გაგრძელდა გაუფასურება, უფრო სწრაფად ვნახავთ მათზე ფასების ზრდას და შემდეგ უკვე სხვა დასახელების პროდუქტიც გაძვირდება“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.


ახლა ყველაფერი ეროვნულ ვალუტაზეა დამოკიდებული. თუ ლარი გაუფასურდა, რასაკვირველია, ბაზარზს ვერაფერი შეაჩერებს. იმპორტიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში ფასების მოთოკვა შეუძლებელია, ამიტომ თუ ეროვნული ვალუტა მალევე გამყარებას არ დაიწყებს, გაძვირება გარდაუვალია.


“სამწუხაროდ, საბაზრო კურსი 2.95-ზეა. ვნახოთ, ალბათ, დასტაბილურდება. ახლა ძალიან მაღალია და იმედია ცოტას დაიწვეს. იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა არ გამყარდა, ეს, რა თქმა უნდა, ფასებზე აისახება. არავინ არ არის მზად, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და თავს არავინ გაიკოტრებს. ამიტომ, პროდუქტების ფასებზე ყველა შემთხვევაში აისახება”, - განუცხადა “რეზონანსს” იმპორტიორმა გურამ ბროძელმა.



სავალუტო ბაზარზეც პანიკაა. სადამდე შეიძლება მივიდეს სიტუაცია ჯერჯერობით უცნობია. სტაბილურობამ სავალუტო ბაზარზე მხოლოდ 2 თვე გასტანა, ეროვნული ვალუტის გამაყრება, რომ დიდი ხნით ვერ ხერხება ეს ფაქტია.


2019 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირი წელი იყო, შესაბამისად, შარშანდელი გარემოები წელსაც მოქმედებს. კომპანია “დუ” ერთ-ერთია სადაც, ფასების გაზრდას გვიდასტურებენ, იმ შემთხვვეში თუ ეროვნული ვალუტა მალევე არ გამყარდა.


“თუ ეროვნული ვალუტამ გაუფასურება გააგრძელა, საქონელი, რა თქმა უნდა, გაძვირდება. ყველაფერი უცხოური ვალუტის კურსით შემოდის და გაანგარიშებაც იმის მიხედვით ხდება, თუ როგორ ყიდულობ საქონელს, ამის მიხედვით იხდი განბაჟების პროცენტს. შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალი იქნება. თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზრდება”, - უთხრა “რეზონანსს” კომპანიის ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა.


საქართველოში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას თუ ამჟამინდელი სავალუტო კურსის გამო, ფასების გაზრდაც დაემატა, ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რაც პირველ რიგში, მოსახლეობის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ხალხი ისედაც მძიმე ყოველდღიურობაშია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომ პროდუქციას გააძვირებს ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც.


“ლარის კურსის გაუფასურება, აძვირებს იმპორტს და აიაფებს ექსპორტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველო იმპორტზე დამოკიდბეული ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საქონელი გაძვირდება. ეს ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, არა მგონია ახლა გამონაკლის შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო გასულ წელს, როდესაც ეროვნულ ბანკს ინფლაცია გაექცა და 7%-ზე ავიდა. იგი დღესაც მიზნობრივზე მაღალია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ინფლაცია კიდევ მეტად გაიზარდოს და მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დამძიმდეს. ამ მხრივ ისედაც სავალალო ვითარებაა ქვეყანაში”, - განუცხადა “რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.


გაზეთი „რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up