პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

access_time2020-08-08 14:00:59

როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა და ფუნქციის მქონე პირბადეს გვთავაზობს, მათ მაღალტექნოლოგიური ნიღბის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც სოციალური დისტანცირებისას კომუნიკაციას უფრო მარტივს გახდიდა. ასე შეიქმნა C-Face – ჭკვიანი ნიღაბი, რომელიც კორონავირუსისგან დაცვას არ გვთავაზობს, თუმცა, იწერს მფლობელის ხმას და თანამოსაუბრეს 8 სხვადასხვა ენაზე უთარგმნის მას.


C-Face შექმნილია თეთრი პლასტმასასა და სილიკონისგან. მასზე მიმაგრებულია მიკროფონი, რომელიც თანამოსაუბრის სმარტფონს ბლუთუზის დახმარებით, 10 მეტრის რადიუსში უკავშირდება. სისტემას შეუძლია საუბარი იაპონურიდან ჩინურში, კორეულში, ვიეტნამურში, ინდონეზიურში, ინგლისურში, ესპანურსა და ფრანგულში თარგმნოს. ის ადამიანი, რომელთანაც კომუნიკაცია გსურთ და რომლის სმარტფონსაც თქვენი ნიღაბი უკავშირდება, თქვენს საუბარს სპეციალურ აპლიკაციაში, სასურველ ენაზე აკრეფილი ტექსტის სახით მიიღებს. ხოლო იმისათვის, რომ საუბარი ორმხრივად შედგეს, მასაც უნდა ეკეთოს C-Face, რომელიც თქვენს სმარტფონს დაუკავშირდება.


აღსანიშნავია, რომ მთარგმნელი პროგრამა Donut Robotics-მა ჯერ კიდევ პანდემიამდე შექმნა და ის რობოტ Cinnamon-ში ჰქონდა ინტეგრირებული. კორონავირუსმა ეს უკანასკნელი პროექტი შეაყოვნა, თუმცა, სტარტაპმა სისტემის გამოყენება სხვა კუთხით – C-Face-ის შესაქმნელად შეძლო.


როგორც უკვე ვთქვით, ნიღაბი სილიკონისა და პლასტმასასგანაა დამზადებული, შესაბამისად, სუნთვის უზრუნველსაყოფად მასზე მცირე ზომის ნახვრეტებია დატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბი კომუნიკაციის ახალი სტილით სოციალური დისტანცირების დაცვას უწყობს ხელს, ნახვრეტების გამო, ის მაინც ვერ დაიცავს ორგანიზმს ვირუსის შეღწევისგან. აქედან გამომდინარე, გამომგონებლები იძლევიან რეკომენდაციას, მომხმარებელმა C-Face-ის ქვეშ ჩვეულებრივი ნიღაბი ატაროს.


CNN-ის ინფორმაციით, C-Face-ის პირველი პარტია (5000-დან 10000 ნიღბამდე) იაპონიაში, დეკემბრისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათი ფასი კი 40-დან 50 დოლარამდე იმერყევებს, რასაც აპლიკაციის საფასური დაემატება. Donut Robotics ფართო გაყიდვების დაწყებას 2021 წლის აპრილამდე არ გეგმავს, თუმცა, დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, C-Face შეიძლება ის Kickstarter-ის პროექტის სახით ვიხილოთ და წინასწარი შეკვეთა სწორედ ამ გზით შევძლოთ. C-Face-ის გამოყენება შეიძლება ეფექტური იყოს აეროპორტებში, ბანკებსა თუ სხვადასხვა სერვისის გამწევ დაწესებულებებში.


Marketer 

თეგები:
პირბადე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up